სამი ქართველიდან ორის მოგება

AutoSharing Option
გუშინ სუმოს მექა "კოკუგიკანში" სექტემბრის ბაშო დაიწყო. წლეულს პირველად უმაღლეს დივიზიონში სამი სუმოისტი გვყავს, სამივე რიგითი მაეგაშირაა: ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-4 ნომერია, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) - დასავლეთის მე-11 ნომერი და კოკაი (ლევან ცაგურია) - აღმოსავლეთის მე-16. სამიდან ორმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა.

კომუსუბობიდან დაქვეითებულმა ტოჩინოშინმა გუშინ მთა-კაც მიაბიამას აჯობა. ქართველმა ეგრევე მოიხელთა ყოფილი ოძეკის მავაში და შემდეგ ღონით მოერია მეტოქეს. კოკაიმ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება ეფექტური გამარჯვებით აღნიშნა - ცურიდაშით ტაკანოიამას მოუგო. წააგო მხოლოდ გაგამარუმ, ელიტის მძიმეწონოსანმა ვერაფერი გააწყო "მატადორ" ამინიშიკისთან.

ბაშო მოგებით დაიწყო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, რომელმაც ოსი არანი იოლად დაამარცხა. აი, სამიდან ორი ოძეკი კი დამარცხდა, თავიანთი ორთაბრძოლები დათმეს ესტონელმა ბარუტომ და ბულგარელმა კოტოოშუმ. აკი ბაშო ტოკიოში 25 სექტემბერს დასრულდება.

I დღე: ჰაკუჰო-არანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (კაკენაგე), ჰომაშო-ბარუტო (ოშიდაში), ოკინოუმი-კოტოოშუ (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-ვაკანოსატო (კოტენაგე), კისენოსატო-იოშიკაძე (ცუკიოტოში), კაკურიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-მიაბიამა (იორიკირი), ტაკაიასუ-გოეიდო (ოშიტაოში), ფუჯიაზუმა-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოჩინოვაკა-კაისეი (იორიტაოში), მასუნოიამა-ტოიოჰიბიკი (ოშიტაოში), საგაცუკასა-ტამავაში (ოშიდაში), კიოკუტენჰო-კიტატაიკი (იორიკირი), ამინიშიკი-გაგამარუ (შიტატედაშინაგე), ასასეკირიუ-იოშიაზუმა (შიტატენაგე), ტოსაიუტაკა-ტამაასუკა (ჰატაკიკომი), დაიდო-შოტენრო (ჰიკიოტოში), კოკაი-ტაკანოიამა (ცუკიდაში), კიმურაიამა-ჰოჩიამა (ცუკიოტოში).

II დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო, ბარუტო-არანი, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კისენოსატო-ტაკეკაძე, კაკურიუ-ვაკანოსატო, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-მიაბიამა, ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ, გოეიდო-ვაკაკოიუ, ტაკაიასუ-ფუჯიაზუმა, ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი, კაისეი-მასუნოიამა, საგაცუკასა-კიოკუტენჰო, ტამავაში-კიტატაიკი, გაგამარუ-ასასეკირიუ, ამინიშიკი-იოშიაზუმა, ტამაასუკა-შოტენრო, ტოსაიუტაკა-დაიდო, ტაკანოიამა-კიმურაიამა, კოკაი-ჰოჩიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული