კოკაის კარგი სტარტი

AutoSharing Option
შემოდგომის ბაშოს სტარტს ქართული ტრიოსთვის ურიგო არ ეთქმის: ორი დღის შემდეგ დაუმარცხებელია ქართული სუმოს პიონერი კოკაი (ლევან ცაგურია), ხოლო ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) თითო მოგება აქვთ.

"შავმა ზღვამ" გუშინ ხერხით აჯობა ელიტის ყველაზე დაბალი რანგის ფალავანს, მე-17 მაეგაშირა ჰოჩიამას და დღეს კიმურაიამას შეხვდება. ტოჩინოშინმა დასანანი მარცხი მონღოლ ტოკიტენკუსთან იწვნია, ხოლო გაგამარუმ ჰატაკიკომით კიდევ ერთ მონღოლს, ასასეკირიუს მოუგო.

ბაშო მეტად საინტერესოდ დაიწყო - სამივე ოძეკიმ იწვნია მარცხი, ამასთან ბულგარელი კოტოოშუ ჯერ გამარჯვების გარეშე ჭიდაობს. დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ კი
ორივე სასტარტო შეხვედრა მოიგო.

II დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო (იორიკირი), ბარუტო-არანი (უვატენაგე), ტოიონოშიმა- კოტოოშუ (შიტატენაგე), ოკინოუმი-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), კისენოსატო-ტაკეკაძე (ცუკიდაში), ვაკანოსატო-კაკურიუ (ოკურიდაში), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), მიაბიამა-ტოჩიოძანი (ოკურიდაში), ტოკიტენკუ-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), გოეიდო-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ტაკაიასუ-ფუჯიაზუმა (ცუკიდაში), ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), მასუნოიამა-კაისეი (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-საგაცუკასა (იორიკირი), კიტატაიკი-ტამავაში (იორიკირი), გაგამარუ-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-იოშიაზუმა (ცუკიოტოში), ტამაასუკა-შოტენრო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-დაიდო (უვატენაგე), კიმურაიამა-ტაკანოიამა (ოშიდაში), კოკაი-ჰოჩიამა (ჰატაკიკომი).

III დღე: ჰაკუჰო-ოკინოუმი, კოტოოშუ-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-ვაკანოსატო, ბარუტო-იოშიკაძე, კაკურიუ-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-არანი, კისენოსატო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-ტაკეკაძე, ტოკიტენკუ-მიაბიამა, გოეიდო-ფუჯიაზუმა, ტაკაიასუ-ვაკაკოიუ, ტოჩინოვაკა-ტამავაში, კაისეი-საგაცუკასა, ტოიოჰიბიკი-კიოკუტენჰო, მასუნოიამა-კიტატაიკი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ამინიშიკი-ტამავაში, ასასეკირიუ-შოტენრო, იოშიაზუმა-დაიდო, ტაკანოიამა-ჰოჩიამა, კოკაი-კიმურაიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული