განსაკუთრებით აღვნიშნავთ კოკაის (ლევან გორგაძე) წარმატებას - ელიტაში დაბრუნებული ფალავანი ჯერაც დაუმარცხებელია სექტემბრის ბაშოზე და ლიდერთა ხუთეულშია. "შავმა ზღვამ" ტაამასუკას მავაში მოიგდო ხელთ და იოლად გაიყვანა მეტოქე რკალიდან. 4-0 - ასეთია ჩვენებურის ბალანსი, დღეს მას მე-13 მაეგაშირა იოშიაზუმა დაეჭიდება.
მოიგო მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე). მან ვაკაკოიუს აჯობა და ივლისის ბაშოზე მარცხისთვის შური იძია. იაპონელმა ორი ხელით მოიცილა ქართველი, მაგრამ ტოჩინოშინმა შეინარჩუნა წონასწორობა, შეტევაზე
ლევანს 3-1 ბალანსი აქვს და დღეს მე-5 მაეგაშირა გოეიდოს ხვდება. 199 კილოგრამიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) 197 სანტიმეტრიან იოშიაზუმას აჯობა, მას შემდეგ, რაც ყელში ხელი წაუჭირა და მთელი მასით მიაწვა. გაგამარუსაც 3-1 ბალანსი აქვს და დღეს ელიტის ვეტერანს (37 წლის) კიოკუტენჰოს შეეჯიბრება.
გუშინ ოძეკი ჰარუმაფუჯიმ მეორე მარცხი იგემა და პრაქტიკულად მოისპო შანსი, გახდეს დიდი ჩემპიონი.
IV დღე: ჰაკუჰო-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰომაშო-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), ბარუტო-ოკინოუმი (ოშიდაში), კოტოოშუ-იოშიკაძე (ცუკიტაოში), კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე (კოტენაგე), კისენოსატო-არანი (ცუკიდაში), კაკურიუ-ტოიონოშიმა (ოშიტაოში), ტოჩიოძანი-გოეიდო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტაკაიასუ (სუსოჰარაი), ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ (ოშიდაში), მიაბიამა-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-მასუნოიამა (ოშიტაოში), კაისეი-ფუჯიაზუმა (იორიკირი), კიტატაიკი-საგაცუკასა (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ტამავაში (იორიკირი), გაგამარუ-იოშიაზუმა (ოშიდაში), ასასეკირიუ-ტაკანოიამა (ოკურიჰიკიოტოში), დაიდო-ამინიშიკი (კოტენაგე), შოტენრო-კიმურაიამა (ოშიდაში), კოკაი-ტამაასუკა (იორიტაოში), ჰოჩიამა-ტოსაიუტაკა (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 10), კოკაი (მ 15)... 3-1: ტოჩინოშინი (მ 4), გაგამარუ (მ 11).
V დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე, ბარუტო-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-ვაკანოსატო, ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-არანი, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, ტოჩიოძანი-ტაკაიასუ, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტოკიტენკუ-ვაკაკოიუ, მიაბიამა-ფუჯიაზუმა, ტოჩინოვაკა-საგაცუკასა, კაისეი-ტოიოჰიბიკი, მასუნოიამა-ტამავაში, გაგამარუ-კიოკუტენჰო, კიტატაიკი-ამინიშიკი, ასასეკირიუ-კიმურაიამა, კოკაი-იოშიაზუმა, ტამაასუკა-ტაკანოიამა, ტოსაიუტაკა-შოტენრო, დაიდო-ჰოჩიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"