ასეთი კარგი სტარტი 24 წლის ჩვენებურს ელიტაში არც ჰქონია, მას 5-1 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლი ტამავაში ხვდება, ერთობ უხერხული
ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ვერ შეძლო "მუშა" მარცხენა ხელით იოშიკაძის მავაშის მოხელთება და უპირატესობა იაპონელის მხარეს გადავიდა, რომელმაც ჰიკიოტოშის ილეთით იმარჯვა კიდევაც. ტოჩინოშინს ნულოვანი ბალანსი აქვს - 3-3. ზედიზედ მეორედ წააგო კოკაიმ (ლევან ცაგურია), რომლის ბალანსიც 4-2-ია.
ბაშოს დაუმარცხებლად სამი რიკიში ლიდერობს, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ორი სეკივაკე, კოტოშოგიკუ და კისენოსატო. მათ კვალშიც სამი ფალავანი მიყვება თითო მარცხით. სასიხარულოა, რომ მათ შორის ერთი ქართველია.
VI დღე: ჰაკუჰო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კოტოოშუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიტაოში), ბარუტო-ვაკანოსატო (ცუკიდაში), ოკინოუმი-კაკურიუ (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (იორიკირი), კისენოსატო-ჰომაშო (იორიკირი), იოშიკაძე-ტოჩინოშინი (ჰიკიოტოში), გოეიდო-ტოკიტენკუ (იორიკირი), მიაბიამა-ტაკაიასუ (ცუკიოტოში), ტოჩინოვაკა-ვაკაკოიუ (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ფუჯიაზუმა (იორიტაოში), ტამავაში-კაისეი (ოშიდაში), გაგამარუ-საგაცუკასა (ოშიდაში), ამინიშიკი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კიტატაიკი-ასასეკირიუ (იორიკირი), დაიდო-ტამაასუკა (ჰატაკიკომი), იოშიაზუმა-კიმურაიამა (იორიკირი), ტაკანოიამა-შოტენრო (ისამიაში), ტოსაიუტაკა-კოკაი (ჰატაკიკომი), ჰოჩიამა-ტოჩინონადა (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე).
5-1: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 3), გაგამარუ (მ 11), კიტატაიკი (მ 11)... 4-2: კოკაი (მ 16)... 3-3: ტოჩინოშინი (მ 4).
VII დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, ბარუტო-ტაკეკაძე, კოტოოშუ-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-კაკურიუ, არანი-ჰომაშო, ვაკანოსატო-ტოკიტენკუ, ტოჩიოძანი-ვაკაკოიუ, მიაბიამა-გოეიდო, ტაკაიასუ-ტოჩინოვაკა, ფუჯიაზუმა-საგაცუკასა, კაისეი-კიოკუტენჰო, ტოიოჰიბიკი-კიტატაიკი, გაგამარუ-ტამავაში, ამინიში-ტოსაიუტაკა, ასასეკირიუ-დაიდო, იოშიაზუმა-ტაკანოიამა, ტამაასუკა-ჰოჩიამა, კოკაი-შოტენრო, კიმურაიამა-ტაკარაფუჯი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"