ქართველმა ჩეხი მოისროლა და კაჩი კოში დაიბევა

AutoSharing Option
დიდ კაცთან პატარა კაცსაო, გაგიგიათ ალბათ - ასე მოუვიდა ჩეხ ტაკანოიამას ქართველ გაგამარუსთან (თეიმურაზ ჯუღელი) ორთაბრძოლაში. ჩვენებურმა კარგად გამოიყენა 101-კილოიანი უპირატესობა.

პაველ ბოიარმა სცადა სასტარტო დაჯახების აცილება, გვერდით გახტა და ორივე ხელით გაგამარუს მარჯვენას ჩაეჭიდა, მაგრამ ჩვენებური ამისთვის მზად იყო - ამის შემდეგ კი ჩეხის "ფრენა" ვიხილეთ ხალხით სავსე დარბაზში. გაგამარუს 8-1 ბალანსი აქვს, ასე კარგად მას არასოდეს უასპარეზია ბაშოზე - ქართველმა უკვე გაინაღდა წინსვლა რეიტინგში.

გუშინ, 19 სექტემბერს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს დაეჭიდა და ისევე როგორც წინა
ყველა ცდა, ესეც უშედეგოდ დაასრულა - მონღოლი ცაციათი ჩაეჭიდა ქართველის მავაშის და ზუსტად 5 წამში გაიყვანა რკალს მიღმა. ტოჩინოშინს უკვე უარყოფითი ბალანსი აქვს, დღეს მისი მეტოქე ოძეკი ჰარუმაფუჯია.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-6 მოგება იზეიმა, მან მონღოლი ასასეკირიუ ხერხით დაამარცხა, ორთაბრძოლისას ოსტატურად გამოეცალა. ჰაკუჰო 9 მოგებით დაუმარცხებელია, მას კვალში გაგამარუს გარდა ორი სეკივაკე (კოტოშოგიკუ და კისენოსატო) მიყვება, რომლებიც დღეს ერთმანეთის პირისპირ დადგებიან დოჰიოზე.

IX დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (სოტოგაკე), ბარუტო-კისენოსატო (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-ტოკიტენკუ (კიმედაში), ტოიონოშიმა-ოკინოუმი (ცუკიოტოში), არანი-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), ჰომაშო-იოშიკაძე (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ვაკაკოიუ-მიაბიამა (ჰიკიოტოში), გოეიდო-ტოჩინოვაკა (სუკუინაგე), ტაკაიასუ-კაისეი (შიტატეჰინერი), ტამავაში-ფუჯიაზუმა (დისკვ.), ტოიოჰიბიკი-ტამაასუკა (იორიკირი), საგაცუკასა-იოშიაზუმა (იორიკირი), კიოკუტენჰო-დაიდო (იორიკირი), კიტატაიკი-ჰოჩიამა (იორიკირი), გაგამარუ-ტაკანოიამა (ოშიდაში), შოტენრო-ამინიშიკი (ოშიდაში), კოკაი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-1: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე), გაგამარუ (მაეგაშირა 11).
7-2: ბარუტო (ოძეკი), გოეიდო (მ 5), კიოკუტენჰო (მ 10), კიტატაიკი (მ 11)... 6-3: კოკაი (მ 16)... 4-5: ტოჩინოშინი (მ 4).

X დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, ბარუტო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, კაკურიუ-ჰომაშო, ტოიონოშიმა-არანი, ოკინოუმი-იოშიკაძე, ვაკანოსატო-ტაკეკაძე, გაგამარუ-გოეიდო, მიაბიამა-ტოჩინოვაკა, ვაკაკოიუ-ტოიოჰიბიკი, ტაკაიასუ-საგაცუკასა, ფუჯიაზუმა-კიოკუტენჰო, კაისეი-შოტენრო, ტამავაში-ტაკანოიამა, კიტატაიკი-კიმურაიამა, ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა, ამინიშიკი-ჰოჩიამა, იოძიაზუმა-ტამაასუკა, კოკაი-დაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული