გაგამარუ ჩემპიონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
24 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) აკი ბაშოს ორი მესამედი ისე განვლო, რომ ბოლოსკენ სულ დარჩეულ სუმოისტებთან ბრძოლა დაიბევა. დღეს ის კარიერაში პირველად დაეჭიდება ოძეკი ბარუტოს, ესტონელ ჩემპიონს. მანამდე კი მისი ბალანსი 9-1-ია და ქართველზე წინ ცხრილში მხოლოდ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა (ათივე მოგებით).

გუშინ, 20 სექტემბერს გაგამარუ მე-5 მაეგაშირა გოეიდოს ხვდებოდა, რომელიც 2009 წელს სეკივაკეს ტიტულს ატარებდა, 140-კილოიანი იაპონელი ქართველის მავაშის ჩაეჭიდა, ჩვენებურმა ძალზე ძნელად შეძლო მისი ჩამოცილება კოტენაგეს ილეთით.

გაგამარუმ ზედიზედ მე-9 ორთაბრძოლა მოიგო. ერთ ბაშოზე ელიტაში ზედიზედ 9 მოგება
აქამდე არც ერთ ქართველს არ ჰქონია (კოკაიმ ძურიოს დივიზიონში ზედიზედ 10 მოიგო, ტოჩინოშინმა - 11, მაგრამ ორ ბაშოზე).

კოკაიმ (ლევან ცაგურია) დარბაზში მოისროლა დაიდო და ახლა ერთი მოგებაღა სჭირდება ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად და წინსვლის დასაბევებლად. ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კი ვერ გაუმკლავდა ოძეკი ჰარუმაფუჯის, იმპერატორის თასის ბოლო გამარჯვებულს, თუმცა კი ბრწყინვალე შეტევით სცადა მონღოლის დაგდება. ტოჩინოშინი ერთადერთია ქართველებში, რომელსაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 4:6.

X დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ (იორიკირი), ბარუტო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-ჰომაშო (კატასუკაში), ტოიონოშიმა-არანი (ოშიდაში), ოკინოუმი-იოშიკაძე (იორიკირი), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), გაგამარუ-გოეიდო (კოტენაგე), ტოჩინოვაკა-მიაბიამა (იორიკირი), ვაკაკოიუ-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), საგაცუკასა-ტაკაიასუ (იორიკირი), ფუჯიაზუმა-კიოკუტენჰო (იორიკირი), შოტენრო-კაისეი (ცუკიოტოში), ტაკანოიამა-ტამავაში (ჰიკაკე), კიტატაიკი-კიმურაიამა (ოშიდაში), ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ამინიშიკი-ჰოჩიამა (სუკუინაგე), იოძიაზუმა-ტამაასუკა (იორიტაოში), კოკაი-დაიდო (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-1: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გაგამარუ (მაეგაშირა 11).
8-2: ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 11).
7-3: გოეიდო (მ 5), ტოჩინოვაკა (მ 7), კიოკუტენჰო (მ 10), ამინიშიკი (მ 12), კოკაი (მ 16)... 4-6: ტოჩინოშინი (მ 4).

XI დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ბარუტო-გაგამარუ, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-ვაკანოსატო, იოშიკაძე-არანი, ჰომაშო-ოკინოუმი, ტაკეკაძე-ტოკიტენკუ, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ, მიაბიამა-კაისეი, გოეიდო-კიოკუტენჰო, ვაკაკოიუ-საგაცუკასა, ფუჯიაზუმა-ტამაასუკა, ტოჩინოვაკა-კიტატაიკი, ტოიოჰიბიკი-ტოსაიუტაკა, კოკაი-ტამავაში, ამინიშიკი-კიმურაიამა, ასასეკირიუ-ჰოჩიამა, იოშიაზუმა-შოტენრო, დაიდო-ტაკანოიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამივე მაგრად ჭიდაობენ ამ ტურნირზე.გაგას სანიაკუს ხალხტან მოუწევს დარშენილი დღეები ჭიდაობა.წარმატებას ვუსურვებ.ვისაც გაინტერესებთ 11საათიდან შეგიძლიათ უყუროთ ამ მისამართზე http://sumo.goo.ne.jp/eng/hon_basho/torikumi/eizo_haishin/eizo1.html
0
დღესაც(21.09) მოიგოოოოოოო!!!!! უკვე 10 მოგებაა აქვს. ისე სამივემ მოიგო დღეს. ყოჩაღ ბიჭებო. გაგამარუ ხვალაც ვიღაც მაგარს ხვდება(9 მოგება აქვს). წარმატებებს გისურვებთ
თემური
12:47 21-09-2011
0

სიახლეები პოპულარული