გაგამარუს სულ 7 წამი დასჭირდა ქართველთა მეგობრის, მაგრამ ამავე დროს ძალიან უხერხული მეტოქის დოჰიოდან გასადევნად. ამ მოგებით ჩვენებურმა ოძეკის საჩემპიონო შანსი მოუსპო. 26 წლის ბარუტო აქამდე 4-ჯერ შეხვედრია კოკაის (ლევან ცაგურია)
ესეც მე-10 მოგება (თანაც, ზედიზედ!) და "სუფთა" მეორე ადგილი, წინ მხოლოდ ერთი სუმოისტია - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (11-0), 10 მოგება კი მხოლოდ ჩვენებურს აქვს.
გუშინ გამორჩეული დღე იყო ჩვენთვის - აკი ბაშოზე სამივე ქართველმა მოიგო, სამივემ ძალიან მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა. კოკაიმ ამ გამარჯვებით კაჩი კოში ანუ დადებითი ბალანსი და ელიტაში დარჩენა (რეიტინგში წინსვლით) დაიბევა. ტოჩინოშინმა მოიგო და ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი შეინარჩუნა, ახლა ლევანს დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან 3-ის მოგება ესაჭიროება.
XI დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (უვატედაშინაგე), გაგამარუ-ბარუტო (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ვაკანოსატო (იორიკირი), იოშიკაძე-არანი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ოკინოუმი (მაკიოტოში), ტაკეკაძე-ტოკიტენკუ (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (უვატენაგე), მიაბიამა-კაისეი (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-გოეიდო (იორიკირი), ვაკაკოიუ-საგაცუკასა (ჰიკიოტოში), ფუჯიაზუმა-ტამაასუკა (ცუკიდაში), კიტატაიკი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ტოსაიუტაკა (ცუკიდაში), კოკაი-ტამავაში (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-ჰოჩიამა (უვატენაგე), შოტენრო-იოშიაზუმა (იორიკირი), დაიდო-ტაკანოიამა (სუკუინაგე).
სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-1: გაგამარუ (მაეგაშირა 11).
9-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 11).
8-3: ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კიოკუტენჰო (მ 10), კოკაი (მ 16)... 5-6: ტოჩინოშინი (მ 4).
XII დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ბარუტო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, გაგამარუ-კოტოშოგიკუ, არანი-ტაკაკეძე, ტოიონოშიმა-იოშიკაძე, ოკინოუმი-ვაკანოსატო, ჰომაშო-გოეიდო, ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა, ტოჩინოშინი-კაისეი, მიაბიამა-საგაცუკასა, კიტატაიკი-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტაკაიასუ, კოკაი-ტოჩინოვაკა, შოტენრო-ტოიოჰიბიკი, კიოკუტენჰო-ტაკანოიამა, ტამავაში-ტოსაიუტაკა, ასასეკირიუ-ტამაასუკა, იოშიაზუმა-ჰოჩიამა, დაიდო-კიმურაიამა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"