გაგამარუმ შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომ მოეგო სექტემბრის ბაშოს დასრულებამდე სამი დღით ადრე თანალიდერი გახდებოდა, რადგან ზედიზედ 11 გამარჯვების შემდეგ დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მარცხი იწვნია. მონღოლს იაპონელთა იმედმა, სეკივაკე კისენოსატომ მოუგო, აგერ უკვე მესამედ ბოლო 9 თვის განმავლობაში!

199-კილოიანი ქართველის მეტოქე სეკივაკე კოტოშოგიკუ იყო, რომელიც ჩემპიონობის კანდიდატია. იაპონელი შუბლით ეტაკა მთა-კაცს, ორივე ხელით მისი მავაში მოიგდო და ძლიერი მიწოლით განდევნა რკალიდან ჩვენებური. გაგამარუს ზედიზედ 10-მატჩიანი მოგებათა სერია (რომელიც ქართული რეკორდია) შეწყდა.

თეიმურაზს, ისევე როგორც კოტოშოგიკუს და კიდევ ერთ რიგით მაეგაშირას, 10-2 ბალანსი
აქვს ანუ იმპერატორის თასისთვის ბრძოლა კიდევ შეიძლება. საამისოდ გაგამარუმ დღეს გუშინდელი გმირი კისენოსატო უნდა დაამარცხოს.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-6 გამარჯვება იზეიმა - მისი მეტოქე ბრაზილიელი კაისეი იყო, დაჯახებისას ქართველი ოდნავ მარცხნივ გაიწია და ისე იხელთა მეტოქის მავაში, შემდეგ კი უვატენაგეს ილეთით დააგდო თიხნარზე. 6-6 - ბალანსი, ასეთია ქართველის მონაგარი, დღეს მან მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოელის ტოიოჰიბიკისთან (4-8).

კოკაიმ (ლევან ცაგურია) ტოჩინოვაკასთან წააგო და 8 მოგება დარჩა. "შავი ზღვა" დღეს მონღოლ კიოკუტენჰოს (9-3) დაეჭიდება.

XII დღე: კისენოსატო-ჰაკუჰო (კოტენაგე) , კაკურიუ-ბარუტო (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-გაგამარუ (იორიკირი), არანი-ტაკაკეძე (ჰიკიოტოში), ტოიონოშიმა-იოშიკაძე (სუკუინაგე), ოკინოუმი-ვაკანოსატო (იორიკირი), გოეიდო-ჰომაშო (იორიკირი), ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა (კეტაგური), ტოჩინოშინი-კაისეი (უვატენაგე), მიაბიამა-საგაცუკასა (ცუკიდაში), კიტატაიკი-ვაკაკოიუ (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკაიასუ (ოშიტაოში), ტოჩინოვაკა-კოკაი (იორიკირი), შოტენრო-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ტაკანოიამა (იორიტაოში), ტამავაში-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში), ასასეკირიუ-ტამაასუკა (იორიკირი), ჰოჩიამა-იოშიაზუმა (იორიკირი), დაიდო-კიმურაიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კიტატაიკი (მაეგაშირა 11), გაგამარუ (მ 11).
9-3: კისენოსატო (სეკივაკე), კიოკუტენჰო (მ 10)... 8-4: კოკაი (მ 16)... 6-6: ტოჩინოშინი (მ 4).

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, გაგამარუ-კისენოსატო, კაკურიუ-იოშიკაძე, ტოიონოშიმა-ტაკეკაძე, არანი-ტოკიტენკუ, ჰომაშო-კიტატაიკი, ოკინოუმი-ტოჩიოძანი, ვაკანოსატო-ფუჯიაზუმა, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი, მიაბიამა-ამინიშიკი, გოეიდო-ასასეკირიუ, ტაკაიასუ-შოტენრო, ვაკაკოიუ-კიმურაიამა, ტოჩინოვაკა-დაიდო, კაისეი-ტაკანოიამა, საგაცუკასა-ტამაასუკა, კოკაი-კიოკუტენჰო, იოშიაზუმა-ტოსაიუტაკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული