სიმკაცრით განთქმული კასუგანო ამბობს, რომ მზადაა ერთი ბაშო შესწიროს შეგირდის მომავალს. თურმე ქართველმა ბოლო დროს შრომას უკლო, საკუთარი თავის მიმართ ნაკლებად
კასუგანოს არ მოსწონს ქართველი სკოლის გარეთ სპორტულ ტანისამოსში, ან სულაც მაისურებში გამოწყობილი რომ დადის, მაშინ როცა დაუწერელი კანონით, სუმოისტებს კიმონო უნდა ეცვათ, როცა ხალხში გადიან.
კასუგანოს მოთმინების ფიალა კი 12 ოქტომბერს ავსებულა, როცა ლევანს დაბადების დღე ჰქონდა და ორ თანაგუნდელთან ერთად სკოლაში შუაღამის მერე დაბრუნდა. არადა, სკოლის კარი საღამოობით 22:30-ზე იკეტება. ამას მოჰყოლია გოლფის ყვანჯით სამივეს დასჯა, რამაც იაპონიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. კასუგანომ ტოჩინოშინს ესეც არ აკმარა და რადგან ინციდენტის შემდეგ კარი გაიჯახუნა და სკოლაში 2 დღე არ დაბრუნებულა, მკაცრად დასაჯა - დოჰიოს ჩამოაცილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"