ტოჩინოშინი ჩემპიონებით იწყებს

AutoSharing Option
13 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე იწყება წლის ბოლო სუპერტურნირი სუმოში. გუშინ ცნობილი გახდა პირველი ორი დღის განრიგი, ქართველებმა მომავალი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ახალ ოძეკის, კოტოშოგიკუს შეხვდება. დასავლეთის მე-3 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 მაეგაშირა ტოჩინოვაკას დაეჭიდება.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კოკაი (ლევან ცაგურია) დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ფუჯიაზუმას დაუპირისპირდება.

მეორე დღეს ჩვენების გრაფიკი ასეთია: ტოჩინოშინი-ბარუტო, გაგამარუ-ტოჩიოძანი, კოკაი-ტაკაიასუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული