ფუკუოკაში მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) პირველი მეტოქე კოტოშოგიკუ გახლდათ, რომელიც კარიერაში პირველად ჭიდაობდა ოძეკის ტიტულით. მაშინ, როცა იაპონელს ამხელა მოტივაცია ჰქონდა მოსაგებად, ჩვენებურს ფრთები თავისივე დამრიგებელმა შეუკვეცა, როცა ტოჩინოშინი სავარჯიშო დოჰიოდან მოკვეთა. შედეგად, ლევანმა ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა კოტოშოგიკუს, რომელმაც ოძეკის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა.
გოლიათთა ბრძოლაში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) შეცდომა დაუშვა და ტოჩინოვაკას ზურგი აქცია. შეგახსენებთ, რომ ქართველი 199 კილოგრამს იწონის, იაპონელი კი - 180-ს.
ქართველთაგან დღეს ყველაზე ძლიერი მეტოქე ისევ ტოჩინოშინს ეყოლება - ესტონელი ოძეკი ბარუტო, რომელმაც მოულოდნელად წააგო პირველი დღის შეხვედრა.
I დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ბარუტო (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიტაოში), კოტოოშუ-გოეიდო (ოკურიტაოში), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიტაოში), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიტაოში), კაკურიუ-არანი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-გაგამარუ (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-კიტატაიკი (იორიკირი), იოშიკაძე-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-მიაბიამა (ოშიდაში), ტაკეკაძე-ტაკაიასუ (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ვაკანოსატო (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-კოკაი (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-დაიდო (ცუკიდაში), მიოგირიუ-საგაცუკასა (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-ტამავაში (ოკურიდაში), კაისეი-ტაკარაფუჯი (უვატენაგე), სადანოფუჯი-შოჰოზანი (სუკუინაგე), აოიამა-ცურუგიდაკე (ოშიდაში), ტენკაიჰო-კიმურაიამა (ოშიდაში)
II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-ჰომაშო, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-გოეიდო, ბარუტო-ტოჩინოშინი, კაკურიუ-კიოკუტენჰო, კისენოსატო-არანი, გაგამარუ-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-კიტატაიკი, იოშიკაძე-მიაბიამა, კოკაი-ტაკაიასუ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"