ქართველთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვება ყველაზე მძიმე ელიტელმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) იზეიმა - აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა მთელი ძალით გამოექანა და დოჰიოს რგოლიდან შარშან სეკივაკის ტიტულის მფლობელი ტოჩიოძანი მოისროლა. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და დღეს მოქმედ სეკივაკეს, კაკურიუს ხვდება.
ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურიასთვის (კოკაი) კი კიუშუს ბაშო წარუმატებლად დაიწყო. ტოჩინოშინმა ჩემპიონ ბარუტოსთან წააგო, ხოლო "შავმა ზღვამ" - 21 წლის ტაკაიასუსთან. ტოჩინოშინი ბულგარელ ოძეკის, კოტოოშუს დაეჭიდება, ხოლო კოკაი ვეტერან ვაკანოსატოს შეხვდება.
II დღე: ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (ოშიდაში),
კოტოშოგიკუ-გოეიდო (იორიტაოში), ბარუტო-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), კაკურიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), გაგამარუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (იორიტაოში), მიაბიამა-იოშიკაძე (ცუკიდაში), ამინიშიკი-ტოკიტენკუ (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ტაკაიასუ-კოკაი (იორიკირი), ფუჯიაზუმა-ვაკანოსატო (იორიკირი), დაიდო-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), საგაცუკასა-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი), ტაკარაფუჯი-ასასეკირიუ (იორიკირი), კაისეი-ტამავაში (იორიკირი), აოიამა-სადანაფუჯი (იორიკირი), კიმურაიამა-შოჰოზანი (ჰატაკიკომი), იოშიაძუმა-ცურუგიდაკე (იორიკირი).
III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო, ტოჩინოშინი-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, ბარუტო-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, კისენოსატო-ტოიონოშიმა, გაგამარუ-კაკურიუ, არანი-ტოჩინოვაკა, ტოჩიოძანი-იოშიკაძე, ამინიშიკი-კიტატაიკი, კოკაი-ვაკანოსატო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"