ორი კაჩი კოში გვინდა

AutoSharing Option

თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იაპონური სუმოს "იშვიათ ტალანტ" კისენოსატოსთან ბრძოლაში საფირმო დგომი (მიგი-იუცო) დაიბევა, შემდეგ მეტოქის მავაშიც ხელსაყრელი ჩაჭიდებით (ჰიდარი-უვატე) იგდო ხელთ და იორიკირის ილეთით რკალის კიდემდე მიიყვანა მეტოქე. აქ კი, მოულოდნელად, კისენოსატოს კონტრშეტევა - დარტყმა მარჯვენა გვერდში - გაეპარა და ამით ყველაფერი მორჩა: უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა რიკიში ძალიან ახლოს იყო მიზნის ნაწილის შესრულებასთან, მოგებით ის კომუსუბის ტიტულს გამოათავისუფლებდა. ლევანს 6-5 ბალანსი აქვს და დღეს კიდევ ერთ კომუსუბის, კაკურიუს (7-4) ხვდება. ეს ორი

რიკიში პირველად იანვრის ბაშოზე გადაეყარა ერთმანეთს, მაშინ კაკურიუმ იორიკირით მოიგო.

ზედიზედ ორი დღეა, კოკაი (ლევან ცაგურია) დადებითი ბალანსის დაბევების შანსს ვერ იყენებს - გუშინ "შავმა ზღვამ" "პატარა ტანკ" ტაკეკაძესთან წააგო. იაპონელი დაჯახებას აერიდა, შემდეგ ქართველის მავაში მოიგდო და უვატედაშინაგეს ილეთი განახორციელა. კოკაის 7-4 ბალანსი აქვს და დღეს მონღოლ ტამავაშისთან (8-3) შეეცდება კაჩი-კოშის მიღწევას. ამ ქართულ-მონღოლურ დაპირისპირებაში ჯერჯერობით 2:2-ია.

ერთადერთი ქართველი, რომელმაც აკი ბაშოს მე-11 დღეს იმარჯვა, გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი), მან ჩინეთის წარმომადგენელ მონღოლ სოკოკურაის აჯობა. სოკოკურაიმ ჰენკა (სასტარტო დაჯახებისგან თავის არიდება) სცადა, მაგრამ ქართველმა ორივე ხელით დაიჭირა მეტოქე და იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. ახლა გაგამარუს ერთი მოგებაღა აშორებს უმაღლეს ლიგაში პირველი კაჩი-კოშიმდე. მას 7-4 ბალანსი აქვს. დღეს ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკას (5-6) ხვდება, რომლის წინააღმდეგ პირველად ივლისის ბაშოზე იჭიდავა და დამარცხდა.
ბაშოზე ზედიზედ მე-11 მოგება ჩაიწერა ჰაკუჰომ, დიდმა ჩემპიონმა ამჯერად ოსი არანი დაამარცხა. ჰაკუჰო უკვე ორი მოგებით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

XI დღე: ჰაკუჰო-არანი (უვატენაგე), კაკურიუ-ბარუტო (სოტოგაკე), კაიო-ჰარუმაფუჯი (საკატოტარი), ჰაკუბა-კოტოოშუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), კისენოსატო-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-ტოკიტენკუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ტაკამისაკარი (ცუკიოტოში), ჰომაშო-მოკონამი (იორიკირი), ტოკუსეგავა-კოტოშოგიკუ (იორიტაოში), იოშიკაძე-ასასეკირიუ (სუკუინაგე), კიტატაიკი-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოკაი (უვატედაშინაგე), ტამავაში-კიმურაიამა (ოშიდაში), კასუგაო-ბუშუიამა (კოტენაგე), ჰოკუტორიკი-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), შიმოტორი-კორიუ (იორიკირი), ტოჩინონადა-კოტოკასუგა (ცუკიოტოში), გაგამარუ-სოკოკურაი (იორიკირი), ტოიოძაკურა-კაკიძოე (საკატორარი), ჰოჩიამა-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
11:0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-2: კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11), ტაკეკაძე (მ 12).
8-3: ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), ტამავაში (მ 14).
7-4: კაკურიუ (კომუსუბი), ჰაკუბა (მ 3), ჰაკუბა (მ 5), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტოჩინონადა (მ 14), გაგამარუ (მ 15)... 6-5: ტოჩინოშინი (მ 2).

XII დღე: ჰაკუჰო-კაიო, ჰარუმაფუჯი-არანი, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ბარუტო-ამინიშიკი, კაკურიუ-ტოჩინოშინი, კისენოსატო-კიოკუტენჰო, ვაკანოსატო-ტოკუსეგავა, ტოკიტენკო-ჰომაშო, კოტოშოგიკუ-ასასეკირიუ, ჰაკუბა-კიმურაიამა, ტაკამისაკარი-ჰოკუტორიკი, მოკონამი-ბუშუიამა, ტოსაიუტაკა-გაგამარუ, კიტატაიკი-კიოკუნანკაი, კოკაი-ტამავაში, ტაკეკაძე-შიმოტორი, იოშიკაძე-სოკოკურაი, კოტოკასუგა-კაკიძოე, კორიუ-ტოჩინონადა, კასუგაო-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ვაკატენრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული