დღე წარმატებული გამოდგა ქართველთათვის, ორივე ჩვენებურმა მოიგო - ახლა ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) 6-3 ბალანსი აქვს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) - 3-6.
ტოჩინოშინის მეტოქე კიტატაიკი (სქელი ხე) იყო. ქართველმა მისთვის სასურველი პოზიცია მიიღო და მაყურებელთა დარბაზში მოისროლა მეტოქე.
Video
ტოჩინოშინმა კიტატაიკი დაამარცხა
ტოჩინოშინმა კიტატაიკი დაამარცხა
გაგამარუმ ტაკეკაძე დოჰიოს რკალიდან ერთი ამოსუნთქვით გააგდო.
Video
გაგამარუმ ტაკეკაძეს მოუგო
გაგამარუმ ტაკეკაძეს მოუგო
მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ვეტერანი ვაკანოსატოა (ურთიერთშეხვედრებში ქართველი 4:2-ს იგებს), ხოლო გაგამარუ ტოიონოშიმას შეხვდება, რომელსაც 4-ჯერ
ახალი წლის ბაშოს კვლავ დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი ლიდერობს - მონღოლმა 9 შეხვედრა მოიგო.
ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელი დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის გაუძალიანდა [VIDEO]