სამ-სამი მოგება სამ ქართველს

AutoSharing Option
უქმეების შემდეგ კიუშუს ბაშოზე ქართველთა მდგომარეობა ერთნაირია - სამ-სამი მოგება ხუთ-ხუთი მარცხის წილ. ახლა, დარჩენილ დღეებში ჩვენებურებს გამოფხიზლება მართებთ, რომ წელიწადი წარმატებით დაასრულონ.

დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) შაბათს პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაეჭიდა, ცაციათი ჩაავლო მეტოქის მავაშის ხელს და უეცარი შეტევით გაიყვანა დოჰიოდან. სამწუხაროდ, კვირას ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. მისი მეტოქე გოლიათი ოძეკი კოტოოშუ იყო. ბულგარელთან ბრძოლაში ჩვენებური უვატენაგეს ილეთზე წამოეგო. წაგებების ლიმიტი სრულდება, თუკი ლევანს კომუსუბის ტიტულის შენარჩუნება სურს, დარჩენილი 7 შეხვედრიდან 5 უნდა მოიგოს. დღეს მას მოგება ძალიან გაუჭირდება
- ესტონელ ბარუტოს (7-1) ხვდება. ბალტიელ ოძეკისთან ქართველს ხუთივე ორთაბრძოლა აქვს წაგებული. ბარუტო შესანიშნავ ფორმაშია და იმპერატორის თასისთვის იბრძვის.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) ტოკუსეგავას მოუგო. "შავმა ზღვამ" ჯერ ცუპარის სერიით სცადა მეტოქის დაჩაგვრა, შემდეგ ჰატაკიკომის მიმართა - უშედეგოდ. საბედნიეროდ, ინიციატივა არ დაკარგა და ახლა მავაში მოიხელთა და მიწოლით აჯობა იაპონელს. გუშინ კი კოკაი შიტატენაგეს ილეთით დასცეს, მონღოლმა ჰაკუბამ მას შანსი არ დაუტოვა. ლევანს დღეს მე-8 მაეგაშირა შიმოტორი (3-5) ელის. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, წინ ქართველია - 7:6.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), როგორც იქნა, ძველი დრო გაიხსენა და ორი ოშიდაშით იმარჯვა, შაბათს მოკონამი, ხოლო კვირას კასუგაო დაამარცხა. დღეს ქართველის მეტოქე მე-15 მაეგაშირა კორიუა (4-4).

კიუშუს ბაშომ ეკვატორი გადალახა, გამოიკვეთა ხუთი ლიდერი, რომელთაც 7-7 მოგება აქვთ: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონები კაიო და ბარუტო, აგრეთვე ორი რიგითი მაეგაშირა, კიოკუტენჰო და ტოიონოშიმა.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

VII დღე
(სულ 6 ილეთი)
იორიკირი (8): კაიო-ასასეკირიუ, კოტოოშუ-ჰაკუბა, ბარუტო-ტოჩიოძანი, კისენოსატო-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კოკაი-ტოკუსეგავა, ტოკიტენკუ-კასუგაო, გოეიდო-ოკინოუმი.
ოშიდაში (8): არანი-ამინიშიკი, კოტოკასუგა-ტაკეკაძე, ტამავაში-ვაკანოსატო, ტოიონოშიმა-კიმურაიამა, გაგამარუ-მოკონამი, მიაბიამა-ტაკამისაკარი, შოტენრო-სოკოკურაი, კორიუ-ტოჩინონადა.
უვატედაშინაგე (1): ჰაკუჰო-კიტატაიკი.
იორიტაოში (1): ჰომაშო-იოშიკაძე.
კატასუკაში (1): შიმოტორი-ბუშუიამა.
უვატენაგე (1): კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა.


VIII დღე
(სულ 11 ილეთი)
იორიკირი (5): ჰაკუჰო-არანი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ამინიშიკი-ტოჩიოძანი, ვაკანოსატო-კოტოკასუგა, კიოკუტენჰო-ოკინოუმი.
იორიტაოში (3): ტოკუსეგავა-ტოსაიუტაკა, გოეიდო-ტოკიტენკუ, მოკონამი-მიაბიამა.
ოშიდაში (2): ბარუტო-კიტატაიკი, გაგამარუ-კასუგაო.
კოტენაგე (2): კაიო-ჰომაშო, ტამავაში-იოშიკაძე.
ოკურიდაში (2): ტაკეკაძე-კიმურაიამა. ტოიონოშიმა-ტოჩინონადა.
უვატენაგე (1): კოტოოშუ-ტოჩინოშინი.
ცუკიოტოში (1): კისენოსატო-ასასეკირიუ.
შიტატენაგე (1): ჰაკუბა-კოკაი.
სუკუინაგე (1): სოკოკურაი-შიმოტორი.
კატასუკაში (1): ტაკამისაკარი-ბუშუიამა.
ჰატაკიკომი (1): კორიუ-შოტენრო.

სატურნირო მდგომარეობა
7-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 9), ტოიონოშიმა (მ 9).
6-2: კისენოსატო (მ 1), ტამავაში (მ 8), ტოკიტენკუ (მ 11), გოეიდო (მ 14), შოტენრო (მ 16).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული