ანტირეკორდმა წაგების ლიმიტი ამოწურა

AutoSharing Option

ეს ბაშო კარგს არაფერს გვიქადის - უკვე მეხუთედ,  სამივე ქართველმა სუმოისტმა წააგო. ანტირეკორდმა კი ჩვენების წაგების ლიმიტი ამოწურა: ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) და კოკაის (ლევან ცაგურია) კიდევ ერთი წაგება რეიტინგში დააქვეითებს, ხოლო გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ერთი მარცხის უფლებაღა შერჩა.

ტოჩინოშინი ანკესზე მონღოლმა ასასეკირიუმ წამოაგო, "წითელმა ურჩხულმა" თავი აარიდა სასტარტო დაჯახებას, ქართველის მავაშის მიწვდა და უვატედაშინაგეს ილეთი განახორციელა. ლევანს 3-7 ბალანსი აქვს და ახლა მას კომუსუბის ტიტულს ხუთივე ორთაბრძოლის მოგება თუ შეუნარჩუნებს. არადა, ტოჩინოშინს დღეს ძლიერი მეტოქე ჰყავს იაპონელთა "იშვიათი ტალანტი" კისენოსატო

(7-3), სწორედ ის, ვინც ჰაკუჰოს მოგებათა სერია 63-ეზე შეწყვიტა. ურთიერთშეხვედრებში წინ იაპონელია - 3:2. თუკი დღეს ლევანი მოიგებს, ეს მისი მე-10 გამარჯვება იქნება კომუსუბის რანგში.

კოკაი, როგორც გეგმავდა, მარცხენათი ჩაეჭიდა ტოსაიუტაკას მავაშის, მაგრამ კონტრშეტევა ვეღარ გათვალა და კოტენაგეს ილეთით დამარცხდა. "შავ ზღვას" 3-7 ბალანსი აქვს, პირველივე მარცხი მას უარყოფით ბალანსს დაუბევებს და მე-6 მაეგაშირობიდან დაქვეითდება. დღეს კოკაის მეტოქე მოკონამია (5-5).

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ გაგამარუმაც წააგო, მთელი ძალისხმევით აწვებოდა მთაკაც მიაბიამას, მაგრამ ყოფილი ოძეკი სხარტად გაიწია მარცხნივ და 200-კილოიანი ქართველიც დოჰიოზე დაეცა. გაგამარუს 4-6 ბალანსი აქვს, მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ბუშუიამაა (2-8). ჩვენებურს უმაღლეს დივიზიონში 19 მოგება აქვს.

9-9 მოგებით კიუშუს ბაშოზე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, კაიო, ბარუტო და ტოიონოშიმა ლიდერობენ. სხვათა შორის, ჰაკუჰომ კარგა ხანს ვერ "მოარგო გასაღები" "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს, ბოლოს "თეთრმა ფასკუნჯმა" ხელები "ჩაუკეტა" იაპონელს და კიმედაში განახორციელა. ბაშოს მე-10 დღეს რეკორდულად ბევრი, 12 ილეთი შესრულდა.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
X დღე (სულ 12 ილეთი)

იორიკირი (4): კოტოოშუ-იოშიკაძე, ჰაკუბა-კიმურაიამა, გოეიდო-კიოკუტენჰო, ოკინოუმი-ტაკამისაკარი.
ოშიდაში (4): კოტოშოგიკუ-ჰომაშო, ამინიშიკი-კიტატაიკი, კოტოკასუგა-ტოჩინონადა, ტამავაში-ტოკიტენკუ.
ჰიკიოტოში (2): შიმოტორი-ვაკანოსატო, მიაბიამა-გაგამარუ.
კოტენაგე (2): ტოსაიუტაკა-კოკაი, კასუგაო-სოკოკურაი.
კიმედაში (1): ჰაკუჰო-ტაკეკაძე.
ჰატაკიკომი (1): კაიო-ტოჩიოძანი.
უვატენაგე (1): ბარუტო-კაკურიუ.
უვატედაშინაგე (1): ასასეკირიუ-ტოჩინოშინი.
ცუკიდაში (1): კისენოსატო-არანი.
შიტატენაგე (1): ტოიონოშიმა-ტოკუსეგავა.
შიტატეჰინერი (1): მოკონამი-შოტენრო.
ოშიტაოში (1): ბუშუიამა-კორიუ.


სატურნირო მდგომარეობა
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
7-3: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (მ 1), ტამავაში (მ 8), კიოკუტენჰო (მ 9), გოეიდო (მ 14), შოტენრო (მ 16)... 4-6: გაგამარუ (მ 10)... 3-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი), კოკაი (მ 6).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული