ლევან გორგაძემ ტიტული დაკარგა

AutoSharing Option

ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) 2011 წელს კომუსუბის ტიტულით ვეღარ შეხვდება - გუშინ მან კიუშუს ბაშოზე მე-8 მარცხი იგემა, რითაც უარყოფითი ბალანსში აღმოჩნდა. პირველ მაეგაშირა კისენოსატოსთან ორთაბრძოლას მეტად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, იაპონელთა იმედმა იორიკირით მოიგო და სწორედ ის გახდება ახალი წლიდან კომუსუბი, ხოლო ლევანი - რიგითი მაეგაშირა. წლეულს ტოჩინოშინმა ორჯერ მოიპოვა კომუსუბის ტიტული, მაგრამ შენარჩუნება ერთხელაც ვერ შეძლო. დარჩენილ ბრძოლებს ქართველისთვის მხოლოდ იმისთვის აქვს მნიშვნელობა, რამდენი საფეხურით დაქვეითდება რეიტინგში. დღეს ლევანი მე-3 მაეგაშირა ჰომაშოს (6-5) ხვდება.

უარყოფითი ბალანსითაა

ლევან ცაგურიაც (კოკაი). აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გუშინ მოკონამიმ გაიყვანა დოჰიოდან. "შავ ზღვას" რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება, დღეს მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ბუშუიამაა (2-9).

ჯერ კიდევ იბრძვის მე-10 მაეგაშირა გაგამარუ (5-6), რომელმაც იმდენი უკვე მოახერხა, რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც არ გავარდება ელიტიდან. თეიმურაზ ჯუღელმა გუშინ ბუშუიამა იორიკირით გაიყვანა დოჰიოს რკალიდან. დღეს ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში მე-5 მაეგაშირა ვაკანოსატოს (4-7) ეჭიდავება.

კიუშუს ბაშოს ლიდერთა კვარტეტმა კვლავ მოიგო და ახლა უკვე 10-10 მოგებით ლიდერობს. დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ იორიკირით დაამარცხა სეკივაკე კაკურიუ. დღეს ლიდერთაგან ერთი მაინც დამარცხდება, რადგან ოძეკი ბარუტო მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას ხვდება. 10 მოგება აქვს ვეტერან ოძეკი კაიოსაც.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
XI დღე (სულ 8 ილეთი)

იორიკირი (9): ჰაკუჰო-კაკურიუ, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ბარუტო-იოშიკაძე, ასასეკირიუ-არანი, კისენოსატო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კიტატაიკი, ვაკანოსატო-სოკოკურაი, მოკონამი-კოკაი, გაგამარუ-ბუშუიამა.

ჰიკიოტოში (3): კაიო-ტაკეკაძე, შოტენრო-კიოკუტენჰო, კორიუ-ტოკიტენკუ.
ოშიტაოში (2): ამინიშიკი-ჰაკუბა, ტოკუსეგავა-ჰომაშო.
ცუკიოტოში (2): ტოჩინონადა-შიმოტორი, ტოიონოშიმა-ოკინოუმი.
უვატენაგე (1): ტოსაიუტაკა-კოტოკასუგა.
ცუკიდაში (1): მიაბიამა-კიმურაიამა.
ოშიდაში (1): გოეიდო-ტამავაში.
სუკუინაგე (1): ტაკამისაკარი-კასუგაო.

სატურნირო მდგომარეობა
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
8-3: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (მ 1), გოეიდო (მ 14), შოტენრო (მ 16)... 5-6: გაგამარუ (მ 10)... 3-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი), კოკაი (მ 6).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული