ქართველთა იშვიათი და ლამაზი მოგებები

AutoSharing Option

გუშინ კიუშუს ბაშოზე სამივე ქართველმა სუმოისტმა იყოჩაღა, მაგრამ ორი მათგანისთვის ეს გამოფხიზლება ნაგვიანევია - ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) და კოკაის (ლევან ცაგურიას) რეიტინგში დაქვეითება მაინც არ ასცდებათ.

ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს დეკემბერში გამოეთხოვება, გუშინ კი მან ამ რანგში საიუბილეო, მე-10 გამარჯვება იზეიმა. ლევანმა ვერ მოიხელთა მე-3 მაეგაშირა ჰომაშოს მავაში, მაგრამ ძალიან ლამაზი ილეთით (შიტატენაგე) მოიპოვა მე-4 გამარჯვება. ქართველის დღევანდელი მეტოქე კიტატაიკია (3-9).

კოკაიმ მუხლზე "გადაიყვანა" (კირიკაეში) საკმაოდ მძიმე ბუშუიამა და ასევე ლამაზი გამარჯვება იზეიმა. ლევანს (4-8) დღეს ძველი ნაცნობი, ტაკამისაკარი (6-6) დაუპირისპირდება.

თანამემამულეებისგან განხსვავებით, დროულად გამოფხიზლდა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მისთვის ჩვეული ოშიდაშით ყოფილი სეკივაკე ვაკანოსატო დაამარცხა. თეიმურაზმა უარყოფითი ბალანსი გააბათილა (6-6), დღეს კი სოკოკურაის (5-7) გაეჯიბრება.

როგორც მოველოდით, ნოემბრის ბაშოზე ლიდერთა რიცხვი სამამდე შემცირდა, თუმცა მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას გამარჯვება ესტონელ ბარუტოზე მოულოდნელი იყო. ტოიონოშიმას გარდა 11-11 მოგება დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს და ოძეკი კაიოს აქვთ.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფულუოკა (იაპონია)
XII დღე (სულ 9 ილეთი)

იორიკირი (5): კაიო-ჰაკუბა, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, მოკონამი-ტოკუსეგავა, ოკინოუმი-ტოჩინონადა, გოეიდო-სოკოკურაი.
ოშიდაში (4): ტაკეკაძე-შიმოტორი, გაგამარუ-ვაკანოსატო, ტოსაიუტაკა-კიმურაიამა, კორიუ-ტაკამისაკარი. 
კოტენაგე (2): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კასუგაო-კოტოკასუგა.
ცუკიოტოში (2): კაკურიუ-კოტოოშუ, იოშიკაძე-კიოკუტენჰო.
ჰატაკიკომი (2): არანი-კიტატაიკი, ასასეკირიუ-ამინიშიკი. 
შიტატეჰინერი (1): ტოიონოშიმა-ბარუტო.
შიტატენაგე (1): ტოჩინოშინი-ჰომაშო.
კირიკაეში (1): კოკაი-ბუშუიამა.
ჰიკიოტოში (1): ტამავაში-შოტენრო.
კეტაგური (1): ტოკიტენკუ-მიაბიამა.

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაიო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
10-2: ბარუტო (ოძეკი).
9-3: გოეიდო (მ 14)... 6-6: გაგამარუ (მ 10)... 4-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი), კოკაი (მ 6).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული