ქებათა ქება გაგამარუს

AutoSharing Option

ბრწყინვალე შემობრუნება - თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) გამოსვლას კიუშუს ბაშოზე. 23 წლის ქართველი ყველაზე მძიმეა ელიტაში (თითქმის ორ ცენტნერს იწონის), რაც, ცხადია, დიდი უპირატესობაა, მაგრამ გაგამარუ ხომ გამოუცდელია, მესამე ბაშოა, რაც ელიტაში ჭიდაობს. სწორედ ამიტომ თეიმურაზმა ტურნირი კატასტროფულად დაიწყო - 6 დღის შემდეგ 1-5 ბალანსი ჰქონდა და ჩვენებურთაგან ყველაზე პირველი "ჩამოვწერეთ". საბედნიეროდ, შევცდით და ახლა გაგამარუ ერთადერთი ქართველია, რომელსაც ნოემბრის ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი აქვს, თანაც კარგი შანსი. მან თითქმის შეუძლებელი გააკეთა - 7 ორთაბრძოლი

დან 6 მოიგო და ახლა მხოლოდ ერთი მოგება აშორებს მიზანს.

7 მოგებიდან გაგამარუმ 5 მძლავრი, რიტმული მიწოლით (ოშიდაში) მოიპოვა, ორი კი მავაშის ჩაჭიდებით და შემდეგ მიწოლით (იორიკირი). გუშინ ქართველმა იორიკირით ჩინეთის წარმომადგენელი სოკოკურაი დაამარცხა. აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირამ დღესვე შეიძლება ყველაფერი წარმატებით დაასრულოს - თუკი კოტოკასუგას (4-9) დაამარცხებს. კოტოკასუგამ მოტივაცია დაკარგა - უარყოფით ბალანსს ვერ გაექცევა და არც გავარდნა ემუქრება ელიტიდან. ისე, ქართველს მასთან უარყოფითი ბალანსი აქვს (1:2).

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კიდევ მოიგო, ამჯერად ქართველმა კომუსუბიმ მე-3 მაეგაშირა კიტატაიკი დაამარცხა. დღეს ტოჩინოშინი (5-8) იოშიკაძეს (6-7) შეერკინება. ცოტა ადრე, რომ გამოფხიზლებულიყო ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტი, ეგებ, კომუსუბის ტიტული აღარ დაეკარგა. როგორც წესი, ლევანი იოშიკაძეს უგებს - 5:1.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო, მაგრამ პრინციპული დაპირისპირება წააგო ტაკამისაკარისთან, რომელიც ქართველს დროულად გამოეცალა და "შავი ზღვაც" დოჰიოს ცენტრში დაეცა. კოკაის (4-9) დღევანდელი მეტოქე მონღოლი ასასეკირიუა (5-8).

დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს წყალობით ლიდერთა რიცხვი კუნძულ კიუშუზე ორამდე შემცირდა, დიდმა მონღოლმა იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან ოძეკი კაიო. ახლა ჰაკუჰოს დარად 12 მოგება მხოლოდ მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას აქვს.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
XIII დღე (სულ 7 ილეთი)

იორიკირი (11): ჰაკუჰო-კაიო, ტოჩიოძანი-იოშიკაძე, ტოიონოშიმა-კაკურიუ, არანი-ჰაკუბა, ტოჩინოშინი-კიტატაიკი, კოტოშოგიკუ-ასასეკირიუ, გოეიდო-ტოკუსეგავა, შიმოტორი-შოტენრო, კორიუ-კიოკუტენჰო, გაგამარუ-სოკოკურაი, ტოსაიუტაკა-მიაბიამა.
ცუკიოტოში (2): კისენოსატო-ამინიშიკი, ვაკანოსატო-ჰომაშო.
ოშიდაში (2): ტამავაში-ტაკეკაძე, ბუშუიამა-კიმურაიამა.
ჰატაკიკომი (2): ტაკამისაკარი-კოკაი, კოტოკასუგა-მოკონამი.
უვატენაგე (1): ბარუტო-კოტოოშუ.
ცურიდაში (1): ტოკიტენკუ-ოკინოუმი.
იორიტაოში (1): ტოჩინონადა-კასუგაო.


სატურნირო მდგომარეობა

12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
11-2: ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი).
10-3: გოეიდო (მ 14).
9-4: კისენოსატო (მ 1), ტამავაში (მ 8)... 7:6: გაგამარუ (მ 10)... 5-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 4-9: კოკაი (მ 6).

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიმი და ბარნაბა, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!!!
koko
22:02 27-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული