გაგამარუს მიღწევა: ბოლო 9-დან 8 მოგება

AutoSharing Option

გუშინ წლის უკანასკნელი ბაშო დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპერატორის თასი, რომელიც 20 კილოგრამზე მეტს იწონის, დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ჩაიბარა. ეს დიდი მონღოლის მე-17 თასია კარიერაში. ქართული სამეულიდან ორს ხელი მოეცარა, ხოლო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) საოცრად ჩაატარა ბაშოს გადამწყვეტი ეტაპი და რეიტინგში წინსვლა დაიბევა.

ელიტის ყველაზე ახალგაზრდა სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ყველაფერი ჯერ წინ აქვს პროფესიულ სუმოში. გაისად ის კვლავ შეეცდება ფუკუოკაში დაკარგული კომუსუბის ტიტულის დაბრუნებას და, ალბათ, შეძლებს კიდეც. ამ ტურნირზე კი ტოჩინოშინი ცუდმა სტარტმა დაღუპა, შემდეგ კი გამოფხიზლდა, მაგრამ

ქართველ კომუსუბის 6 გამარჯვებაზე მეტი მაინც ვერ დაუგროვდა. შაბათს მან იოშიკაძესთან წააგო, კვირას მონღოლ ჰაკუბას აჯობა. ჩვენებური რიგით მაეგაშირათა რიგებს დაუბრუნდება.

ქართველთაგან ყველაზე ცუდად ჩვენმა ვეტერანმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) იასპარეზა. "შავმა ზღვამ" ამ უქმეებზეც წააგო, ჯერ მონღოლ ასასეკირიუსთან, შემდეგ კი ჩინელ სოკოკურაისთან. ლევანს ჯამში მხოლოდ 4 მოგება დაუგროვდა და მე-6 მაეგაშირა ისევ ელიტის არიერგარდში გადაინაცვლებს.

გაგამარუ კი მხოლოდ ქების ღირსია - ბოლო 9 ორთაბრძოლიდან 2-ცენტნერიანმა ქართველმა 8 მოიგო! მთელი ტურნირი, რომ ასე ეასპარეზა, იმპერატორის თასისთვისაც კი იბრძოლებდა. ყველაზე გადამყწვეტი ორთაბრძოლა გაგამარუს შაბათს ჰქონდა, როცა კოტოკასუგას ორივე ხელი "ჩაუკეტა" და ისე გაიყვანა დოჰიოდან. ეს იყო მე-8 გამარჯვება. გუშინ მერვეს მეცხრე მოჰყვა - გაგამარუმ ოშიდაშით შოტენროს აჯობა. მე-10 მაეგაშირა ქართველი შესამჩნევად წაიწევს წინ რეიტინგში.

იმპერატორის თასის მფლობელის გამოსავლენად პლეი-ოფი გახდა საჭირო, რადგან 14-14 მოგება იოკოძუნა ჰაკუჰომ და მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმამ დააგროვეს. უკვე კარგა ხანია, რაც რიგით მაეგაშირას ბაშო არ მოუგია, არც ამჯერად მოხდა ასე - გადამწყვეტ ბრძოლაში ჰაკუჰომ მეტოქეს ჯერ ზურგი აქცევინა, შემდეგ კი ეფექტური ილეთით დააგდო. ბაშოზე 300-ზე მეტი ორთაბრძოლა გაიმართა ელიტაში და ოკურინაგეს ილეთი მხოლოდ ერთხელ და ისიც საჩემპიონო ბრძოლაში შესრულდა. სხვათა შორის, ძურიოს (მეორე) დივიზიონი ბრაზილიელმა სუმოისტმა კაისეიმ მოიგო.

ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) 21 დეკემბერს გამოცხადდება, წლის პირველ ბაშოს კი უკვე ტოკიოს "კოკუგიკანი" 9-23 იანვარს უმასპინძლებს.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

XIV დღე (სულ 11 ილეთი)

ოშიდაში (6): კაკურიუ-ჰაკუბა, ჰომაშო-არანი, ამინიშიკი-ვაკანოსატო, კასუგაო-კიმურაიამა, კორიუ-შიმოტორი, შოტენრო-ტაკამისაკარი.

უვატენაგე (3): კიოკუტენჰო-კოტოშოგიკუ, ასასეკირიუ-კოკაი, ტოსაიუტაკა-ოკინოუმი.
იორიტაოში (2): კისენოსატო-ტამავაში, ტოიოჰიბიკი-ბუშუიამა.
კიმედაში (2): კიტატაიკი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-კოტოკასუგა.
სუკუინაგე (2): ტოკუსეგავა-კოტოოშუ, გოეიდო-მოკონამი.
იორიკირი (1): ჰაკუჰო-ბარუტო.
კატასუკაში (1): ტოიონოშიმა-კაიო.
ოშიტაოში (1): ტოჩიოძანი-ტაკეკაძე.
ჰიკიოტოში (1): იოშიკაძე-ტოჩინოშინი.
ჰატაკიკომი (1): ტოჩინონადა-სოკოკურაი.
ცუკიოტოში (1): მიაბიამა-ტოიოძაკურა.

ბოლო დღე

(სულ 14 ილეთი)

იორიკირი (4): ტოჩინოშინი-ჰაკუბა, კიტატაიკი-ვაკანოსატო, სოკოკურაი-კოკაი, კიოკუტენჰო-ტოკუსეგავა.
ჰიკიოტოში (3): ტოჩიოძანი-კაკურიუ, ტაკეკაძე-არანი, ამინიშიკი-ჰომაშო.
ოშიდაში (3): კოტოშოგიკუ-ტამავაში, კიმურაიამა-ტოკიტენკუ, გაგამარუ-შოტენრო.
უვატენაგე (1): ჰაკუჰო-კოტოოშუ.
ტოტარი (1): კაიო-ბარუტო.
ოშიტაოში (1): ტოიონოშიმა-კისენოსატო.
კირიკაეში (1): იოშიკაძე-ასასეკირიუ.
სუკუინაგე (1): კოტოკასუგა-კორიუ.
ჰატაკიკომი (1): მიაბიამა-შიმოტორი.
სოტოგაკე (1): გოეიდო-ტოსაიუტაკა.
იორიტაოში (1): ტაკამისაკარი-მოკონამი.
კოტენაგე (1): კასუგაო-ბუშუიამა.
ცუკიოტოში (1): ტოიოძაკურა-ტოჩინონადა.
შიტატენაგე (1): ოკინოუმი-ტოიოჰიბიკი.

საჩემპიონო პლეი-ოფი

ჰაკუჰო-ტოიონოშიმა (ოკურინაგე).

საბოლოო მდგომარეობა

14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).
12-3: კაიო (ოძეკი), გოეიდო (მ 14).
11-4: ბარუტო (ოძეკი).
10-5: კისენოსატო (მ 1).
9-6: კოტოშოგიკუ (მ 1), ტამავაში (მ 8), კიოკუტენჰო (მ 9), გაგამარუ (მ 10), ტოსაიუტაკა (მ 10), მიაბიამა (მ 14), შოტენრო (მ 16).
8-7: კოტოოშუ (ოძეკი), ამინიშიკი (მ 2), იოშიკაძე (მ 5), ტოკუსეგავა (მ 6), ტოკიტენკუ (მ 11), ტაკამისაკარი (მ 12), კორიუ (მ 15), ოკინოუმი (მ 16).
7-8: ტოჩიოძანი (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ჰომაშო (მ 3), მოკონამი (მ 11).
6-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი), ასასეკირიუ (მ 2), ტაკეკაძე (მ 4), შიმოტორი (მ 8), სოკოკურაი (მ 13), ტოჩინონადა (მ 13).
5-10: კიტატაიკი (მ 3), ვაკანოსატო (მ 5), კოტოკასუგა (მ 7), კიმურაიამა (მ 7), კასუგაო (მ 15).
4-11: არანი (კომუსუბი), ჰაკუბა (მ 4), კოკაი (მ 6).
3-12: ბუშუიამა (მ 12).
0-15: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ჰოკუტორიკი (მ 17).

იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (მე-17)

ბრწყინვალე ასპარეზობა: კისენოსატო (მე-3)
მებრძოლი სული: ტოიონოშიმა (მე-3)
ტექნიკური რიკიში: ტოიონოშიმა (მე-3)
ძურიოს ჩემპიონი: კაისეი (პირველი)

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული