შავი ზღვის მე-300 ტალღა

AutoSharing Option

გუშინ ახალი წლის ბაშოზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა ქარული სუმოს ისტორიისთვის: 29 წლის ლევან ცაგურიამ (კოკაი) უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში მე-300 გამარჯვება იზეიმა. კოკაი 7 წელიწადია ელიტაშია და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გავარდნილა იქიდან, 300 მოგება კი დიდებული მიღწევაა. "შავმა ზღვამ" და "პატარა ტანკმა" ტაკეკაძემ ერთდროულად მიაღწიეს საიუბილეო ნიშნულს, გადაუსწრეს რა კაკიძოესა და ყოფილ სუმოისტ ოგინიშიკის (299-299 მოგება). კოკაი სუმოს მრავალწლოვან ისტორიაში 149-ე ადგილზეა ამ შედეგით, მოქმედ სპორტსმენთაგან მას მხოლოდ 14 უსწრებს...

"შავმა ზღვამ" აქამდე დაუმარცხებელ ვაკაკოიუს აჯობა დოჰიოს კიდეზე ეშმაკური

ხერხით (ჰატაკიკომი). ზედიზედ 5 ორთაბრძოლა ჩვენებური აგებდა, იმედია, ახლა ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ შეიცვლება. დღეს კოკაის მეტოქე ჩინელი სოკოკურაია (2-1).


ტრავმა არ აძლევს კარგად ჭიდაობის საშუალებას ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), რომელმაც მესამე ორთაბრძოლა წააგო, ამჯერად ვეტერანმა ჩემპიონმა კაიომ ლამაზი უვატენაგე შესთავაზა პუბლიკას. დღეს ტოჩინოშინს კიდევ უფრო რთული შეხვედრა ელის - მის წინააღმდეგ თვით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დადგება.

გაგვახარა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), ელიტის უმძიმესმა წარმომადგენელმა ერთი ამოსუნთქვით გაიყვანა დოჰიოდან ტოსაიუტაკა. გაგამარუს ახლა 2-1 ბალანსი აქვს და დღეს გამოცდილ მონღოლ კიოკუტენჰოს (1-2) შეხვდება.

III დღე: ჰაკუჰო-ამინიშიკი (უვატედაშინაგე), კოტოოშუ-ტოიონოშიმა (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (იორიკირი), კაიო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ბარუტო-იოშიკაძე (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ცუკიდაში), კოტოშოგიკუ-ტამავაში (იორიკირი), არანი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოკუსეგავა-ასასეკირიუ (იორიკირი), გოეიდო-კიოკუტენჰო (უვატედაშინაგე), გაგამარუ-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში), ტაკეკაძე-კიტატაიკი (კოტენაგე), მიაბიამა-ტოკიტენკუ (ჰიკიოტოში), ჰაკუბა- ტაკამისაკარი (კუბინაგე), ვაკანოსატო-შოტენრო (იორიკირი), მოკონამი-შიმოტორი (იორიკირი), ოკინოუმი-კორიუ (იორიკირი), კოტოკასუგა-კიმურაიამა (ცუკიოტოში), კოკაი-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-ტოიოძაკურა (ოშიდაში), ტოჩონონადა- სოკოკურაი (ცუკიოტოში).

IV დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კაიო-იოშიკაძე, ბარუტო-ამინიშიკი, კოტოოშუ-არანი, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, კისენოსატო-კაკურიუ, ტამავაში-გოეიდო, ჰომაშო-ტოკუსეგავა, ასასეკირიუ-ტაკეკაძე, კიოკუტენჰო-გაგამარუ, ტოსაიუტაკა-ვაკანოსატო, კიტატაიკი-ტოკიტენკუ, ტაკამისაკარი-მიაბიამა, ჰაკუბა-კორიუ, შოტენრო-შიმოტორი, მოკონამი-ვაკაკოიუ, ოკინოუმი-კოტოკასუგა, კიმურაიამა-ტოიოძაკურა, ტოიოჰიბიკი-ტოჩინონადა, კოკაი-სოკოკურაი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული