გაგამარუ ბოლომდე იბრძვის

AutoSharing Option

ერთადერთი ქართველი, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის ახალი წლის ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის, მე-6 მაეგაშირა გაგამარუა (თეიმურაზ ჯუღელი). თეიმურაზს დანის პირზე უწევს გავლა, რადგან წაგებების მარაგი უკვე ამოწურა. გუშინ 198-კილოიანმა ქართველმა მძლავრი ოშიდაშით დოჰიოდან ვეტერანი შიმოტორი გააგდო. გაგამარუს 5-7 ბალანსი აქვს და დარჩენილი სამივე ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. დღეს მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა შოტენროა (6-6), 28 წლის მონღოლს გაგამარუ 4-ჯერ შეხვდა და 2-ჯერ მოუგო.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) და ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მორიგი ორთაბრძოლები წააგეს. ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო 11-1 მოგებით,

მას ერთი მოგებით ჩამორჩება მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი. 9-9 მოგება აქვთ კოტოოშუს, კოტოშოგიკუს და ტოჩინონადას.

XII დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (ცუკიჰიზა), კაიო-ბარუტო (იორიკირი), კაკურიუ-კოტოოშუ (შიტატენაგე), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), კისენოსატო-ტამავაში (ცუკიოტოში), არანი-ტოჩიოძანი (კოტენაგე), ტოკუსეგავა-ამინიშიკი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ტაკეკაძე (იორიტაოში), ასასეკირიუ-მიაბიამა (შიტატედაშინაგე), გოეიდო-ვაკანოსატო (ოშიდაში), გაგამარუ-შიმოტორი (ოშიდაში), კიოკუტენჰო-კოკაი (იორიკირი), ტოსაიუტაკა-კორიუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ოკინოუმი-კიტატაიკი (ცუკიოტოDში), ტაკამისაკარი-ტოიოძაკურა (უშირომოტარე), ჰაკუბა-კიმურაიამა (იორიკირი), სოკოკურაი-შოტენრო (იორიტაოში), ტოიოჰიბიკი-მოკონამი (ოშიდაში), კოტოკასუგა-ტოჩინონადა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: ოკინოუმი (მაეგაშირა 13).
9-3: კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინონადა (მ 16)... 5-7: გაგამარუ (მ 6)... 3-9: კოკაი (მ 15)... 1-11: ტოჩინოშინი (მ 2)

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ, კაიო-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ჰომაშო, ტოჩიოძანი-ტამავაში, კაკურიუ-ტოკუსეგავა, ტოიონოშიმა-არანი, ამინიშიკი-გოეიდო, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, შიმოტორი-ასასეკირიუ, კიოკუტენჰო-კოტოკასუგა, გაგამარუ-შოტენრო, კოკაი-ტაკეკაძე, ტოსაიუტაკა-სოკოკურაი, კიტატაიკი-ტოჩინონადა, ტოიოძაკურა-ტოკიტენკუ, ტაკამისაკარი-კიმურაიამა, ვაკანოსატო-ტოიოჰიბიკი, მიაბიამა-მოკონამი, ოკინოუმი-ჰაკუბა, კორიუ-ვაკაკოიუ.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული