ქართველთა უიღბლობა დასრულდა

AutoSharing Option

დასრულდა ქართველთათვის ყველაზე უიღბლო ბაშო - სამმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) და ლევან ცაგურიამ (კოკაი) ჯამში სულ 12 გამარჯვებას მოუყარა თავი. არადა ყოფილა შემთხვევა "შავ ზღვად" წოდებულ (კოკაი იაპონურად შავ ზღვას ნიშნავს) ქართველს მარტოს მოუპოვებია ელიტაში ამდენი გამარჯვება. უარყოფითი ბალანსი ყველაზე ცუდად სწორედ კოკაის კარიერაზე აისახება - ის პირველად ელიტური დივიზიონიდან გავარდება, ტოჩინოშინი და გაგამარუ კი უბრალოდ დაქვეითდებიან რეიტინგში. ბოლო ორი დღის ამბებიდან ჩვენებურთა ერთ ბრძოლას გავიხსენებთ - ერთმანეთის პირისპირ ტოჩინოშინი და გაგამარუ დადგნენ, ქართულ დერბიში

ტოჩინოშინმა იმარჯვა.

იმპერატორის თასის მფლობელი მე-18-ედ გახდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც 15 ორთაბრძოლიდან 14 მოიგო და ახლოსაც არავინ გაიკარა. დღეისათვის, დიდი მონღოლი უკონკურენციოა. სხვათა შორის, ბაშოს ბოლო დღეს ჰაკუჰომ დიდებული ამბავი შეიტყო - ტოკიოს კლინიკაში ქვეყანას მისი მეორე ქალიშვილი მოევლინა.

XIV დღე: ჰაკუჰო-ბარუტო (სუკუინაგე), კაიო-კოტოოშუ (კოტენაგე), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტამავაში (ჰატაკიკომი), ტოჩიოძანი-ჰომაშო (ოშიდაში), ამინიშიკი-არანი (ოშიტაოში), ტოიონოშიმა-ტოკუსეგავა (ცუკიოტოში), იოშიკაძე-ასასეკირიუ (იორიტაოში), ტოჩინოშინი-გაგამარუ (შიტატენაგე), გოეიდო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ვაკანოსატო (იორიკირი), ჰაკუბა-ტოსაიუტაკა (სუკუინაგე), ტაკეკაძე-ტოჩინონადა (ოშიდაში), კიტატაიკი-სოკოკურაი (იორიკირი), კოტოკასუგა-ტაკამისაკარი (იორიკირი), მიაბიამა-ტოიოძაკურა (ცუკიოტოში), ტაკაიასუ-შიმოტორი (ჰიკიოტოში), ვაკაკოიუ-შოტენრო (ჰატაკიკომი), მოკონამი-კოკაი (იორიკირი), კორიუ-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), კიმურაიამა-საკაიზავა (ოშიდაში).

ბოლო დღე: ჰაკუჰო-კაიო (ოკურიდაში), კოტოოშუ-ბარუტო (იორიტაოში), კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), ტოჩიოძანი-გაგამარუ (ოშიდაში), ჰომაშო-კაკურიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტამავაში (სოტოგაკე), ამინიშიკი-ასასეკირიუ (უვატენაგე), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), იოშიკაძე-შიმოტორი (ოშიტაოში), ტოკუსეგავა-ოკინოუმი (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-ტოიოძაკურა (კიმედაში), ტაკეკაძე-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი), ტოსაიუტაკა-ტოჩინონადა (უვატენაგე), კიტატაიკი-მოკონამი (სოტოგაკე), ტოკიტენკუ-კოკაი (იორიკირი), სოკოკურაი-ტაკამისაკარი (იორიკირი), ვაკანოსატო-კორიუ (კატასუკაში), მიაბიამა-კიმურაიამა (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ჰაკუბა (ოშიდაში), შოტენრო-კოტოკასუგა (ოშიდაში).

საბოლოო მდგომარეობა
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
11-4: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მაეგაშირა 5), ოკინოუმი (მ 13).
10-5: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე).
9-6: კაიო (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოკუსეგავა (მ 4), კიტატაიკი (მ 8), ვაკაკოიუ (მ 14), ტოიოჰიბიკი (მ 15), ტოჩინონადა (მ 16).
8-7: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაკურიუ (კომუსუბი), ტოიონოშიმა (მ 1), ჰომაშო (მ 4), ტაკეკაძე (მ 7), ვაკანოსატო (მ 9), ჰაკუბა (მ 10), შოტენრო (მ 11), კორიუ (მ 12), მოკონამი (მ 12), კოტოკასუგა (მ 13), სოკოკურაი (მ 16).

7-8: კიოკუტენჰო (მ 6), ტოსაიუტაკა (მ 7).
6-9: ტოჩიოძანი (კომუსუბი), ამინიშიკი (მ 1), ასასეკირიუ (მ 5), ტოკიტენკუ (მ 8), ტაკამისაკარი (მ 9), მიაბიამა (მ 10), კიმურაიამა (მ 14).
5-10: არანი (მ 3), ტამავაში (მ 3), გაგამარუ (მ 6), ტოიოძაკურა (მ 17).
4-11: ტოჩინოშინი (მ 2), იოშიკაძე (მ 2).
3-12: კოკაი (მ 15).
2-13: შიმოტორი (მ 11).

იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (მე-18)
ბრწყინვალე ასპარეზობა: კისენოსატო (მე-4)
მებრძოლი სული: ოკინოუმი (1)
ტექნიკური რიკიში: კოტოშოგიკუ (მე-3)
ძურიოს ჩემპიონი: კასუგაო (მე-2).

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული