ევროპის ჩემპიონატი. III დღის ანონსი: საქმეში ხინჩეგაშვილი ერთვება!

AutoSharing Option
დღეს, 4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, მედლები ვაჟთა შორის 61 და 74 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის ავთანდილ კენჭაძე იასპარეზებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

ისედაც ფავორიტ ხინჩეგაშვილს წილისყრამაც გაუმართლა - საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც თავისუფალია და ძლიერთაგანაც მის მხარეს აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს თუ გამოვარჩევთ. ესეც - პირობითად, თორემ უფროსებში მას ჯერ არაფერი მოუგია.

ხინჩეგაშვილის პირველი მეტოქე შვეიცარიელი ადრიან ვოცკის და მოლდოველი ანდრეი პერპელიტას შეხვედრაში გამოვლინდება, ხოლო ამათ თუ გასცდება, გვარზატილოვსა და უნგრელ ჯოზეფ მოლნარს შორის უმჯობესს შეხვდება. რუსი, თურქი, სერბი, სომეხი და ბულგარელი მეტოქეები ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ.

კენჭაძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონატში რუმინელ ვასილე მადალინ მინზალასთან შეხვედრით. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში მოლდოველ ევგენი ნედეალკოსა და ბულგარელ სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვს შორის მოგებულს დაეჭიდება. ბადის ამ ნახევარში აღსანიშნავია თურქი სონერ დემირტაში, თორემ სხვა ძირითადი კონკურენტები მეორე მხარეს არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფინალშია!!!
pele
04 მაისი 2017 15:16
0
ხინჩო ფინალშია
მიშა
04 მაისი 2017 14:59
0
სად უყურებთ?
beqa
04 მაისი 2017 14:37
0
აზერსაც მოუგო 9-5
Lobanovski
04 მაისი 2017 14:05
0
ხინჩომ მეორეც მოიგო!
მიშა
04 მაისი 2017 14:03
0
კენჭაძემ ბოლო წამზე წააგო სომეხთან. მსაჯების .....
მიშა
04 მაისი 2017 13:55
0
ხინჩეგაშვილმაც მოიგო პირველი.
მიშა
04 მაისი 2017 13:16
0
კენჭაძემ პირველი 17-4 მოიგო.
მიშა
04 მაისი 2017 12:50
0

სიახლეები პოპულარული