ახლა კი უფრო დაწვრილებით: სინგაპურში ჩვენებურთაგან შეჯიბრებაში პირველი ჩაება მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი. კომბინირებული სტილით მან 200 მეტრი 2.12,70-ში გაცურა და 25 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილით დაკმაყოფილდა.
გუშინ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები _ ირაკლი მოსიძე (63 კგ) და გენო პეტრიაშვილი (100) გავიდნენ. თითოეულ წონით კატეგორიაში, როგორც გაუწყეთ, სხვადასხვა ქვეყნის 8-8 წარმომადგენელი ცდის ძალებს. ისინი ორ ჯგუფად არიან დაყოფილნი. მოსიძემ A ჯგუფში
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სპორტულ ღირსებას გენო პეტრიაშვილი იცავდა. ტურნირი მანაც წარმატებით დაიწყო _ სტარტზე იოლად სძლია ამერიკელ მანუოლეფოგა სულავაის. მეორე ბარიერი მისთვისაც გადაულახავი აღმოჩნდა _ აზერბაიჯანელ ალი მაგომედაბიროვთან წააგო. მესამე შეხვედრაში მონგოლი ოიონბოლდ ენქტუგზი დაჯაბნა, მაგრამ ბრინჯაოსთვის პაექრობა ინდოელ სატივარტ კადინთან დათმო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონობა კუბელი რუან ოკონიედოს მძლეველ მაგომედაბიროვს ხვდა..
ქართველთაგან 21 აგვისტოს ძიუდოისტები _ ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე გავლენ ტატამზე.