საერთაშორისო ტურნირი ხაშურში

AutoSharing Option
შვიდი წელიწადია თავისუფალ ჭიდაობაში ხაშურის სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ვახტანგ კვინიკაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტარდება.  აგრეთვე,ყოველ წელს ჩამოდიან სტუმრები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ამჯერად ტურნირზე სულ 350 - მდე მოზარდმა მოიყარა თავი, რაც, როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებმა გვითხრეს, ამ შეჯიბრებისთვის სარეკორდოა. ამიტომ იყო, რომ დილით ადრე დაწყებული ასპარეზობა გვიან ღამით დასრულდა.

ვახტანგ კვინიკაძე ხაშურში თავისუფალი ჭიდაობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი თითქმის 50 წელიწადია ხალიჩაზე დგას, ორ ათეულ წელზე მეტი კი შვილთან გია კვინიკაძესთან ერთად აფრთიანებს მოჭიდავეებს. ამ ტურნირზე, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში სწორედ მათმა
გუნდმა აჩვენა საუკეთესო შედეგი.

სპორტსმენები პირველობისათვის ორ ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ. ასპარეზობა 1998-2000 წლიანებში რვა, 1995-97 წლიანებში კი ათ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს.

1998 - 2000 წწ დაბადებლები. 26 კგ - თორნიკე ქათამაძე (ქობულეთი), 29 კგ - ელშან ნიფტანოღლი (ქარელი), 32 კგ - გიორგი ხაჩიძე, 35 კგ - ალეკო ლომიძე (ორივე ხაშური), 38 კგ - გორ აკოფიანი (სომხეთი), 42 კგ - თორნიკე კვინიკაძე 47 კგ - ვანო გოდელაშვილი (ორივე - ხაშური), + 47 კგ - ზურა ურთაშვილი (მცხეთა).

1995 - 1997 წწ დაბადებულები. 42 კგ - რამაზ გონგლაძე (ხაშური), 46 კგ - რამაზ ზოიძე (ბათუმი), 50 კგ - გიორგი ყაზარაშვილი (კასპი), 54 კგ - ოგანეს ღარიბიანი (სომხეთი), 58 კგ - ბექა წიკლაური (ხაშური), 63 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, 69 კგ - ლევან მურადხანაშვილი, 76 კგ - ბაქარ შამანაძე (სამივე - თბილისი), 85 კგ - ლაშა ბოდაველი (დედოფლისწყარო), 100 კგ - გიორგი მაჭარაშვილი (მცხეთა).

გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ საჩუქრები. სპეციალური პრიზი გადაეცა 42 კგ-ში გამარჯვებულ თორნიკე კვინიკაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული