შემადგენლობები გაირკვა... თითქმის

AutoSharing Option
 გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრებთა სამსოფლიოსჩემპიონატო შემადგენლობები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 14 ადგილიდან 13 გარკვეულია, ვაკანტურია მხოლოდ ერთი წონა. შეგახსენებთ, რომ 6-12 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატს მოსკოვი უმასპინძლებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ ეს შემადგენლობა დაასახელა: ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84), იოსებ ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120). როგორც ხედავთ, შემადგენლობას აკლია 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი. დღეს დარჩია გიორგი ცირეკიძესა და მანუჩარ კვირკველიას შორის ერთ-ერთს შეარჩევს.

ზაზა თურმანიძემ (თავისუფალი
ჭიდაობა) კი შვიდივე რჩეული დაასახელა: ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), ოთარ თუშიშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და ლევან ბერიანიძე (120).





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული