ხინჩეგაშვილი-ოთარსულთანოვის შეხვედრის მსაჯებს დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
საქართველოს დელეგაციის პროტესტს ლონდონის ოლიმპიადაზე იმ მსაჯების დისკვალიფიკაცია მოჰყვა, რომლებიც 10 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და რუს ჯამალ ოთარსულთანოვის დაპირისპირებას სჯიდნენ.

ხინჩეგაშვილისა და ოთარსულთანოვის ჭიდაობისას არაობიექტურ მსაჯობაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საიტი 10 აგვისტოსაც იუწყებოდა.

"არაობიექტური მსაჯობის გამო ფინალი ნაადრევად დასრულდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის. რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან ოქროს მედლისთვის შეხვედრის ბოლო წამებზე ქართველმა მოჭიდავემ აშკარად მომგებიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, მაგრამ მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქულა რუსს მიაკუთვნეს.

ვინაიდან ბოლო ილეთი ოთარსულთანოვს ჰქონდა გაკეთებული, თანაბარ ანგარიშზე ის იგებდა სეტსაც და ამ შემთხვევაში მთლიანად
მატჩსაც. მაგრამ ხინჩეგაშვილმა 12 წამი იმყოფინა ილეთის მოსამზადებლად და 2-წუთიანი დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე ყველასთვის იოლად დასანახი გდება შეასრულა.

მსაჯები მისთვის ქულის მიცემას არ აპირებდნენ, ქართველებმა კი მომენტი გააპროტესტეს. არბიტრებმა მოკლე განხილვის შემდეგ 3:3 ანგარიში დატოვეს, შემდეგ კი მეორედ მოითათბირეს და ქულა რუსს დაარიცხეს.

ხინჩეგაშვილს კუთვნილი ქულა რომ მიეღო, სეტს ის მოიგებდა, ანგარიშს გაათანაბრებდა და მესამე სეტში მოგებისთვის იბრძოლებდა, ასე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ეს იყო მეორე მკაფიო შემთხვევა, როდესაც მსაჯებმა ქართველ მოჭიდავეს ქულა დააკლეს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიურ ვითარებაში მათ ბერძნულ რომაულად მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ბრინჯაოს ფინალში ყაზახ მოჭიდავესთან არ მიაკუთვნეს ქულა ილეთისთვის",
- იუწყებოდა ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი.

10 გავისტოს ფინალში ხინჩეგაშვილი ოთარსულთანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ჭიდაობას შუა აზიელი მსაჯები სჯიდნენ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ოლიმპიური ოქრო მსაჯებმა წაართვეს?

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ვერცხლი და სინანული - მორიგი ქართული დრამა ლონდონში

მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯობაში საქმე კარგათ რომ არ არის ცხადია.
მაგრამ ანგარიშით 5:5 ზე, როცა ბოლო გდებით გამარჯვებული ხარ, გაპროტესტება რა საჭირო იყო, ამით ხომ ქულა მოწინააღმდეგემ მიიღო და სეტიც წავაგეთ.
მწვრთნელებშიც ვერ არის კარგათ საქმე, ან ეშინიათ!
თუ რაიმეში ვცდები იქნებ გამაგებინოს ვინმემ?
ჰარი
11:00 12-08-2012
0
მსაჯების დიკვალიფიკაცია მარტო ქართულ საიტებზეა - მე მგონი გვატყუებს სპორტის სამინისტრო ...
0

სიახლეები პოპულარული