როგორც ვხედავთ, გუნდი მეტად ახალგაზრდულია და გადახალისებული, რაც ოლიმპიური ნაკრების ფორმირების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია - გაისად ამათი უმეტესობა მყარად დამკვიდრება ნაკრებში, თუმცა რამდენიმე წონაში ლიდერებიც შეინარჩუნებენ ადგილს. მაგრამ ყველაზე მძაფრი კონკურენცია
რაც შეეხება საკონტინენტთაშორისო თასს, ეს გუნდური ტურნირია. გამარჯვებული ნაკრები 50 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 30 000-ს, მესამე პრიზიორი - 20 000-ს. მონაწილეთა შესახებ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე არაფერი წერია (!), რუსეთის ჭიდაობის საიტის ცნობით კი მასში ამერიკის, თურქეთის, სამხრეთ კორეის, აზერბაიჯანის, რუსეთის, დაღესტანის და სპორტკლუბ ცსკ-ს გუნდები გამოვლენ. ოღონდ ეს რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა, თავს ვერ დავდებთ, რადგან ჩამონათვალში საქართველო საერთოდ არაა ნახსენები და თან რუსული საიტები დიდი სიზუსტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. იქაური საიტები არც რუსული გუნდების შწემადგენლობებზე წერენ რაიმეს, აზერბაიჯანელებმა კი ადრე გამოცხადებული შემადგენლობა ცოტათი შეცვალეს.
მათგან თვალში უმთავრესად ევროპის წლევანდელი დისკვალიფიცირებული ჩემპიონის - მაჰმუდ მაგომედოვის (55) შემადგენლობიდან ამოგდება მოგვხვდა. შეგახსენებთ, რომ ეს დაღსტნელი მოჭიდავე აზერბაიჯანელებმა ევროპის პირველობაზე უნებართვოდ აჭიდავეს, რისთვისაც რუსთა პროტესტის საფუძველზე საერთაშიროს ფედერაციამ მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელებმა ის ამ ტურნირის განაცხადში მაინც შიყვანეს, თმცა, ეტყობა, ახლა განმეორებითი და ბევრად საშიში სანქციების შეეშინდათ და მის ნაცვლად ხასავიურტში მაჰმუდ მაგერამოვი წაიყვანეს, სხვა წონებში კი ხაიბულა შაალოვი (60), ემინ აზიზოვი, რუსლან დიბირგაჯიევი (66), აგილემ გულიევი (74), შარიფ შარიფოვი (84), ასლანბეკ ალბოროვი (96) და ალი ისაევი (120) იჭიდავებენ. ამათგან ბოლო დრეებსი დამატებულნი დიბირგაჯიევი და გულიევი არიან, ისაევზე კი მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ წინა კვირას გროზნოში რამზან კადიროვის სახელობის საკმაოდ ძლიერ ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა.