ჭაბუკობასთან ოქროებით დამშვიდობება

AutoSharing Option
წლეულს ივლისში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საგარაჯოელი დავით ხუციშვილი (74 კგ) ავიდა. შინ დაბრუნებულ ჩემპიონს, რომელიც მანაზმდე ევროპაში გახდა უძლიერესი, საგარეჯოელებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. რაიონის მესვეურებმა ხუციშვილიცა და მისი პირადი მწვრთნელიც ფულადი პრემიებით დააჯილდოვეს.

- არ მეგონა, წლევანდელ პირველობებში დუბლს თუ შევასრულებდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა და ასეთ სოლიდურ წარმატებაში დამეხმარა. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდულ ასაკს ორი ოქროთი ვემშვიდობები. მომავალში მხოლოდ უფროსებში ვიჭიდავებ. ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო, - ამბობს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

ბუდაპეშტის მსოფლიოს
პირველობის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა დათოს უხმეს. ახლა იგი ფალავანთა კლუბში კი ვარჯიშობს, მაგრამ მთავარ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი ოფლისღვრა მოუწევს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული