ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იტალიელებს "გრანდე კლასსე ჯორჯიანო" აძახებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიურ სასარიში დასრულდა "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (66) და გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ, დავით ქერაშვილმა (96) ვერცხლი მოიპოვა, ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილი (60) მესამეზე გავიდა.

საინტერესოა, რომ ხინჩეგაშვილმა ფინალში პუერტო რიკოელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფრანკლინ გომესი დაამარცხა მეტად დრამატულ პაექრობაში - ბოლოს 1:0 აგებდა, რადგან მეტოქემ ფეხიდან აყვანით ერთქულიანზე გადაიყვანა, მაგრამ ლადომ მეტოქეს გახარება არ აცალა, ამ ილეთის
გაგრძელებისას უნაკლო გარე სარმით ისე გამოცელა, იტალიელ კომენტატორებს "სპექტაკლო" და "გრანდე კლასსე ჯორჯიანო" აყვირა, პაექრობა კი 2:1 მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკანდელიძემ რუმინელ დანიელ ჩინტოანუს მოუგო, ზარქუამ - თურქ დილმუშამეტს, ქერაშვილი კი თურქ ქენან გიორთან დამარცხდა.

სასარიში დავით მარსაგიშვილსაც უნდა ეჭიდავა, ოღონდ - 96-ში, წავიდა კიდეც, მაგრამ არ უასპარეზია. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლადო კარგი შვილი ხარ,წარმატებები და წინსვლა ყოველთვის შენი მეგზური იყოს, შენი ცხოვრების გზაზე
neli
13:12 03-06-2013
0
ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ვაჟკაცები!წარმატებას გისურვებ!!!
როზა გიგაური
20:36 02-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული