მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალით სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში გავიდა.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალი პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის წარმომადგენელს, ჩეჩენ ახმედ ჩაკაევს 8:2 მოუგო.

ის 27 ივნისს, ფინალში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.

ხინჩეგაშვილმა მეოთხედფინალში მოლდოველი ანდრეი პერპელიცა 4:1 დაამარცხა.

დღეს ოქროს მედლისთვის გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევს ეჭიდავება. შეხვედრა ჩვენი დროით 21:10 საათზე დაიწყება.

ბრინჯაოს მედლისთვის ავთანდილ კენჭაძე (74 კგ ) ბულგარეთის წარმომადგენელ აზამატ ნურიკაის დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე
დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გვიან დებთ ინფორმაციას. ხინჩეგაშვილი გუშინ გავიდა ფინალში, ამდილით კი კიდევ არ იყო არაფერი ნათქვამი თქვენს სპორტულ გვერდზე. ოპერატიულობას მოუმატეთ!
გოგი
14:27 27-06-2019
0
ლადო ბრავო ნამდვილი ლიდერი ხარ!!!
laguna
22:04 26-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული