ბედის ირონიით, ისინიც ერთმანეთს შეხვდებიან. სამაგიეროდ, გათამაშებას გამოეთიშა ბუნდესლიგის ყველაზე "ქართული" კლუბი - "კსვ აალენ-05".
"მაინცმა" განმეორებით პაექრობაშიც დაამარცხა "აბელჰაუზენი". ამჯერად სტუმრად მოუგო - 14:10.
გამარჯვებულებში ქართველთაგან მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძემ იჭიდავა, იმანაც - მძიმე წონაში და დამარცხდა - ამერიკელ ტრევილ დლაგნევთან 0:7 წააგო, თუმცა ამ დროს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაინცელთა შორის ამჯერად არ უჭიდავია მოჭიდავე-მწვრთნელ დავით ბიჩინაშვილს.
"ლუკენვალდერთან" მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა "ნენდინგენმა", ოღონდ ამჯერად შინ მიიღო და პირველზე
ჩვენებურს ვითარების გამოსასწორებლად სულ რაღაც 23 წამი დასჭირდა, როცა 2-ქულიანით 2:1-ით დაწინაურდა და პირველი პერიოდი ასეც მოიგო.
"აალენმა" მეორე შეხვედრაც დათმო "კოლერბახთან", ამჯერად - სტუმრად, 12:19. აალენელთა შორის ქართველთაგან მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იასპარეზა და მოიგო.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მწვრთნელებმა ის მისთვის ფრიად უჩვეულოდ მაღლა - 66 კილოგრამში დააყენეს, ახლა კი 61-ში აჭიდავეს, სადაც ჩვენებურმა შავი დღე აყარა რუმინელ ანდრეი დუკოვს - 9:0 აჯობა.
ხინჩეგაშვილმა განსაკუთრებით ძლიერად პირველი პერიოდი ჩაატარა, რომელიც 6:0 მოიგო. წაგებულთა შორის ამჯერად არ უჭიდავიათ ლევან მეტრეველს ესპანეთიდან და ემზარ ბედინეიშვილს.
მეოთხედფინალის მეოთხე წყვილში "მომბერ-კონინგშოფენმა" შინ 7:6 კი მოუგო "გერმანია ვაინგარტენს", მაგრამ ვინაიდან პირველი 7:12 ჰქონდა წაგებული, ნახევარფინალში მაინც "გერმანია-ვაინგარტენი" გავიდა.
ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 17 იანვარს ჩატარდება, განმეორებითები კი ერთ კვირაში, 24-ში გაიმართება. მისი წყვილები ასეთია: "მაინცი"-"ნენდინგენი", "გერმანია-ვაინგარტენი" - "კოლერბახი".
კიდევ ვიმეორებთ - პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო წყვილთან დაკავშირებით ამას მაინც გავბედავთ, თუმცა ცოტა ძნელი საქმეა. "მაინცმა" ჩრდილოეთ ბუნდესლიგის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, "ნენდინგენმა" კი სამხრეთში გაიმარჯვა.
ამდენად, ისინი დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან, მაგრამ წინასწარ ეტაპებზე "ნენდინგენი" მაინც უფრო სტაბილურად ჭიდაობდა. შემადგენლობაც ოდნავ უფრო ძლიერი ჰყავს და, ალბათ, ცოტა მეტ უპირატესობას მას მივანიჭებთ, თუმცა უშანსოდ არც "მაინცია".
დიდი შანსია, მძიმე წონის ნახევარფინალში ქართველებმა იჭიდავონ - გააჩნია, მაინცელები ოდიკაძეს სად დააყენებენ, მისთვის ჩვეულ 98-ში თუ მძიმეში; საკანდელიძე კი ისედაც ამ წონის ფალავანია.
თუმცა, როგორც უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, ვინც უნდა მოიგოს ამ პაექრობაში, ბუნდესლიგის ფინალი ქართველთა მონაწილეობის გარეშე არ ჩაივლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"