ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ გადაწყვიტა, ოლიმპიადის წელს არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატაროს.
შეგახსენებთ, რომ ქალებშიც და ვაჟებშიც 8-8 წონითი კატეგორიაა, თუმცა ამათგან ოლიმპიადის პროგრამაში 6-6 შედის, 2-2 ზედმეტია. ქალებში ესაა 55 და 60, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟებში - 61 და 70, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 71 და 80 კილოგრამები.
აი, სწორედ ამ წონებში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი წლის ბოლოს, 10-11 დეკემბერს უნგრეთის მთავარ ქალაქ ბუ
შემადგენლობა და მეტოქეები მსოფლიოს თასზე
11-12 ივნისს ლოს-ანჯელესში გაიმართება მსოფლიოს თასი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ლოს-ანჯელესშივე შარშან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი. მათ შორის ჩვენი ნაკრებიცაა, რომელიც ქვეჯგუფში რუსეთთან, თურქეთთან და მონღოლეთთან ერთად მოხვდა. მეორე ქვეჯგუფში წილისყრამ აზერბაიჯანი, აშშ, ირანი და ინდოეთი დააჯგუფა. ესაა გუნდური შეჯიბრება, სადაც მონაწილენი ერთმანეთს "გუნდი-გუნდზე" პრინციპით ეჯიბრებიან. ქვეჯგუფის გამარჯვებულები ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ, მეორეზე გასულები კი ბრინჯაოს მედალს გაითამაშებენ.
ჩვენი ნაკრები ლოს-ანჯელესში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს - მწვრთნელებს ყველა ოლიმპიურ წონაში 2-2 კანდიდატი მიჰყავთ. შესაბამისად, ეს ტურნირი საოლიმპიადოდ ერთგვარად შესარჩევიც იქნება და საბოლოოდ იქ დაზუსტდება რიო დე-ჟანეიროში წამსვლელთა ვინაობა. თითო კაცით მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში - 61-სა და 70-ში ვიქნებით წარმოდგენილნი.
ამასთან, თავის ჩვეულ წონაში - 57 კილოგრამში იჭიდავებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელსაც აქამდე წონას არ აკლებინებდნენ და 61-ში აჭიდავებდნენ, მაგრამ ახლა მეთოდურად დაიწყეს მისი დაყვანა ოპტიმალურ წონაზე.
ამერიკაში წასვლამდე ჩვენი ნაკრები შეკრებას საქართველოში გაივლის.
საქართველოს ნაკრები
57 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ. ბექა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ. დავით ტლაშაძე
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ. დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი
97 კგ. ელიზბარ დიკაძე, მამუკა კორძაია
125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"