"ჩემპიონი ხინჩაგოვ ვლადიმერი" - რუსულენოვანი წარწერა ბილბორდზე და ხინჩეგაშვილის პასუხი

AutoSharing Option
Эхо Кавказа-ს ჟურნალისტმა ირაკლი ორაგველიძემ დღეს ფეისბუქის პირად გვერდზე ვლადიკავკაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ასახულ ბილბორდზე რუსულენოვანი წარწერაა: "ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში".

Sportall.Ge

ბილბორდზე კვარცხლბეკზე მდგარი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის დროშა და რიოს ოლიმპიადის ემბლემა. ჟურნალისტის თქმით, ამბობენ, რომ ბილბორდი ვლადიკავკაზში მოჭიდავის ბიძაშვილებმა დაამონტაჟეს, თუმცა დროშა "ცოტათი აერიათ".

გავრცელებულ ფოტოს თავად მოჭიდავემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით უპასუხა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

სხვა რაიმე სახის კომენტარზე ხინჩეგაშვილი უარს აცხადებს.

როგორც ჭიდაობის პიარმენეჯერმა Sportall.ge-ს უთხრა, არსებობს თუ არა რეალურად მსგავსი ბილბორდი
ვლადიკავკაზში, ეს თავად ოლიმპიურმა ჩემპიონმა არ იცის, თუმცა მის ნათესავებს რომ არ გაუკეთებიათ, ეს დანამდვილებით იცის.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგარი კაცი ხარ ლადო. ჩვენ შენით ვამაყობთ. თუ მაგათაც ეამაყებათ მაგას რა სჯობია. მე დედა მყავს 75 წლის ხინჩაგაშვილი და ყოველ დღე შენს ვიდეოს მთხოვს ვაყურებინო და ყველა ნახვაზე სიხარულის ცრემლი სდის.
ვაჟა დვალიშვილი
30 აგვისტო 2016 02:38
0
რაც უნდათ, ის დახატონ - ცუდი ხომ არაფერი დაუხატავთ. გააკეთეს ბილბორდი და რა მაგით? მსოფლიომ ნახა ჩვენი დროშა და მოისმინა ჩვენი ჰიმნი და ბილბორდით ვის რა უნდა დააკლდეს? ))
kote
30 აგვისტო 2016 01:15
0
იამაყონ ოსებმაც, ამაში ცუდი არაფერია-ოღონდ თუ დროშის დახატვა უნდათ ის დროშა დაუხატონ რომლსაც ლადო ამაყად აფრიალებს.
ფერნანდო
30 აგვისტო 2016 00:15
0
იხაროს ამ ბიჭის გამზრდელმა.

ნამდვილი ქართველი მამულიშვილი.

სწორსაც შვება, არ უნდა გააკეთოს კომენტარი. საკადრისი პასუხი გასცა.
giga
30 აგვისტო 2016 00:14
0
უფალმა არ გამოლიოს ესეთი ქართველები როგორებიც არიან ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე და ლადო ხინჯიკაშვილი ესენი საქართველოს შვილები არიან
იოსები
29 აგვისტო 2016 22:05
0
როცა ოსებთან ურთიერთობას მოგვარებას დავიწყებთ ასეთი პიროვნებები დიდ როლს შეასრულებენ.
სწორი საქციელი
29 აგვისტო 2016 20:39
0
ხალხი რატომ ხედავთ ყველაფერში ცუდს, ქართველი რომ არის ყველამ იცის, ეს ადამიანები თუ დაათბობენ ურთიერთობას კავკასიაში
გიო
29 აგვისტო 2016 20:13
0
გენაცვალე ქართულ სულში ლადო. ძაანაც უნდათ რომ არ იყო ქართველი მაგრამ სულით და გულით ქართველი ხარ და ამით ნათქვამია ყველაფერი
1111
29 აგვისტო 2016 19:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული