ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს

AutoSharing Option
რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის გენერალური დირექტორის, ვალენტინ პისეევის განცხადებით, მოსკოვმა ფიგურული სრიალის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, შეჯიბრება გადაიდო.

მოგვიანებით რუსეთმა მსოფლიო პირველობის მოსკოვში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.


მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული