ფიგურულად მოციგურავეებმა გრანპრის სერიაში იასპარეზეს, რომელიც 6 ეტაპისგან შედგებოდა. ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა ნოემბრის დასაწყისში კანადის მე-2 ეტაპზე მოსინჯა ძალები.
მოკლე პროგრამის შემდეგ 10 უძლიერეს სპორტსმენს შორის პირველი იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში ვერ იყოჩაღა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
გასულ უქმეებზე ქართველი მოციგურავე გრანპრის ბოლო ეტაპზე ამ სახეობის ელიტის წარმომადგენლებს იაპონიაში დაუპირისპირდა.
შედეგები ამჯერად უფრო მოკრძალებული გამოდგა: მოკლე პროგრამით 57,50 ქულას მოუყარა თავი და 9 მონაწილეს
საბოლოოდ 156,96 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ქსენია მაკაროვა, სოფია ბირიუკოვა (ორივე - რუსეთი) და ჰარუკა იმაი (იაპონია) მოიტოვა.
საგულისხმოა, რომ შარშან მსგავს შეჯიბრებებზე ელენემ მე-10 და მე-8 ადგილები დაიკავა. იაპონიაში პირველ ადგილზე 185,27 ქულით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაო ასადა (იაპონია) გავიდა. გამარჯვებულს 0,05 ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე აკიკო სუძუკი, რომელსაც მეორე ადგილი ერგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"