ეს გახლავთ 17 წლის მიკაელა შიფრინი, რომელსაც ამერიკული სათხილამურო სპორტის მომავალ ლიდერს უწოდებენ.
თინეიჯერს აქამდე მსოფლიოს თასის ეტაპებზე ორი პოდიუმი ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ პირველი ადგილი არასოდეს დაუკავებია.
21 დეკემბერს მან და შვედმა ფრიდა ჰანსდოტერმა შესანიშნავი დუელი გამართეს და მათგან ერთ-ერთს უნდა მოეპოვებინა კარიერაში პირველი გამარჯვება.
ამ დუეტთან ბრძოლა სცადა მსოფლიოს თასის ლიდერმა ტინა მაზემ, მაგრამ მან მხოლოდ მესამე
რაც შეეხება შიფრინისა და ჰანსდოტერის დაპირისპირებას, პირველი ცდა მასპინძელმა მოთხილამურემ მოიგო, მაგრამ მეორე დაშვებისას შიფრინმა აბსოლუტურად საუკეთესო დრო დააფიქსირა.
ჰანსდოტერი ბოლო გამომსვლელი იყო, მან იცოდა ამერიკელის საბოლოო შედეგი, პირველ ორ საშუალედო ფინიშზე ლიდერობას ინარჩუნებდა, მაგრამ ტრასის ბოლო მონაკვეთი სწრაფად ვერ გაიარა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
17 წლისა და 9 თვის შიფრინი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მოთხილამურე, რომელმაც 2008 წლის შემდეგ მსოფლიოს თასის ეტაპზე გაიმარჯვა. მანამდე ასევე 17 წლის ასაკში მიაღწია ასეთივე წარმატებას შვეიცარიელმა ლარა გუტმა, რომელმაც მაშინ სუპერგიგანტი მოიგო.
რაც მთავარია, შიფრინი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს თასზე სპეციალური სლალომის ჩათვლას. მის ანგარიშზეა 196 ქულა, რაც 22-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფი გერმანელის მარია რიშის შედეგზე. რიში გუშინდელ ეტაპზე მხოლოდ მე-11 ადგილზე გავიდა.
გერმანელი ასევე მეორე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში, თუმცა მისი ჩამორჩენა ლიდერ ტინა მაზესთან კიდევ უფრო გაიზარდა. სლოვენიელის უპირატესობამ თითქმის 400 ქულას მიაღწია და მაზე დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს მსოფლიოს თასის პირველი ტიტულისკენ.
მსოფლიოს თასი
სლალომი
1. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 1:45.36 (54.03+51.33); 2. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი) - 1:45.65 (53.88+51.77); 3. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:45.88 (54.17+51.71); 4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედეთი) - 1:46.57 (54.12+52.45); 5. ერინ მილზინსკი (კანადა) - 1:46.71 (54.35+52.36); 6. ნატალი ეკლუნდი (შვედეთი) - 1:46.75 (54.99+51.76)...
საერთო ჩათვლა
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 919 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 532; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 466; 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 414; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 350; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 346...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"