მსოფლიოს თასი: სათხილამურო შოუ მიუნხენში

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეები ახალი წლის პირველ სტარტზე გერმანიის ქალაქ მიუნხენში შეიკრიბნენ და სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

თანაც, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი სტარტი, როცა ერთმანეთს ადარებენ მოთხილამურეთა დროებს. ლაპარაკია შედარებით ახალ სახეობაზე - პარალელური სლალომზე. შეჯიბრი ეტაპებად არის დაყოფილი.

წილისყრის შედეგად მოთხილამურეები წყვილდებიან და თითო დაშვებაში ორ სპორტსმენი მონაწილეობს. ის, ვინც პირველი მივა ფინიშთან, აგრძელებს ბრძოლას პირველობისთვის.

ქალებს შორის ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს სლოვაკი ვერონიკა ზუზულოვა. გასულ კვირას მან სლალომი მოიგო ავსტრიის ზემერინგში, ახლა კი ის ფინალში მსოფლიოს თასის ლიდერს, სლოვენიელ
ტინა მაზეს
შეხვდა და გადამწყვეტი დაშვების ორივე ცდაზე აჯობა მას. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა ფინალი ტანია პოუტიაინენი დაამარცხა.

კაცებს შორის ადგილობრივი პუბლიკის გასახარად მასპინძელმა ფელიქს ნოიროიტერმა მოიგო, რომელმაც ფინალში ორივე დაშვებაში აჯობა მსოფლიო თასის მოქმედ მფლობელს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს. აქ მესამე ადგილი ერგო ფრანგ ალექსის პინტუროს, ვინც შვედი ანდრე მიურერი დაამარცხა.

საერთო ჩათვლა
კაცები
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 689 ქულა; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 640; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 552; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 396; 5. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 322; 6. ჰანს რაიხელტი (ავსტრია) - 289

ქალები
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1139 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 647; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 597; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 450; 5. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 431; 6. ლინდსი ვონი (აშშ) - 414...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული