ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საბოლოოდ 49-ე ადგილი დაიკავა.

სულ ჯამში გიგანტურ სლალომში მონაწილეობა 90 სპორტსმენმა მიიღო და აქედან 16-მა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა.

პირველი დაშვების შემდეგ წიკლაური 54-ე იყო (1:27.27), ხოლო მეორე დაშვების (1:28.07) მერე ქართველი სპორტსმენი 5 პოზიციით დაწინაურდა. წიკლაურის საერთო დრო ორი დაშვების შემდეგ: 2:55.34. 

პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს მედალი სლოვენიელ თინა მაზეს ერგო: 1) 1:17.88 2) 1:18.99 - ჯამი - 2:36.87.

ვერცხლის პრიზიორი ავსტრიელი
ანა ფენიგერი გახდა: 1) 1:18.73 2) 1:18.21 - ჯამი - 2:36.94

ბრინჯაოს მფლობელი - გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი: 1) 1:19.24 2) 1:17.90 - ჯამი -2:37.14

შეგახსენებთ, რომ ნინო წიკლაური 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

იხილეთ მეორე დაშვება
Sportall.Ge

იხილეთ პირველი დაშვება
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
კითხვასთან პრობლემები გაქვთ? მე რამე ვთქვი გუდაურზე და ბაკურიანზე? მაგრამ ელემენტატრულად რარაცა უაზრობები არ უნდა ვარახუნოთ მესტიაზე და მთიან აჭარაზე. ჩვენთვისვე ჯობია, ქაჯები რომ არ გამოვჩნდეთ, და რომ გამოჩნდეს, რომ რაც მართლა გვაქვს, იმის დაფასება შეგვიძლია.
jondi -kargi ra!-ს
18 თებერვალი 2014 18:17
0
სულ იყო 90 მონაწილე
rosto
18 თებერვალი 2014 16:21
0
ალბერტო ტომბა ვაჟკაცია,შენ ჯონდი რაო?ერთბაშად წაქაძი დონისა ვარ თქო,არ თქვა....ზარმაცები ვართ,წყალი არ გაუვა,მართლა ***
Koba Tsaqadze
18 თებერვალი 2014 16:10
0
ჯონდი ***-კოხტა გორა,ბორჯომი-ბაკურიანი,"კუკუშკითკ"ზღაფრული ადგილების სანახები არაერთი მსოფლიოს სამთომოთხილამურემ ინატრა ამგვარი ადგილები,და ნატრულობს რა შუაშია სრუტუნები და მაღლები და დაბლები თვითონ თუ უსაჯდომო ბრძანდები
kargi ra!
18 თებერვალი 2014 16:06
0
წინა კომენტარის საპასუხოდ: 'მესტია,მთიანი აჭარის ...' რომ შესაშური კურორტი თუ ადგილი გგონიათ, აქედან ვასკვნი, რომ თხილამურებთან არანაირი შეხება არასოდეს გქმნიათ.

აი ეგ ე.წ. შესაშური ადგილები 1 სრუტუნა მაღალ კაცს ეგონა მაგარი და კიდევ ალბერტო ტომბას (ამ უკანასკნელს ცხადია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფულს უხდიდნენ მესტიაში ჩამოსრიალებაში).
jondi
18 თებერვალი 2014 15:26
0
სულ, რამდენი მონაწილე იყო?
ფერნანდო
18 თებერვალი 2014 15:16
0
ამგვარი ზამთრის სახეობების კლასტერების მქონენი ვართ,მსოფლიოში შესაშური ჰავით:ბაკურიანი,გუდაური ,მესტია,მთიანი აჭარის,მცირე კავკასიონის მთები,ცივ გომბორის,ხევსურეთის,ტუშეთის,მთულეტის,გარე კახეთის,Dროებიტ დაკარგული ჯავის და სამაშაბლოს ხეობები და ასეთი უსუსურობა,ზარმაცები ვართ ქალებიც და კაცებიც,სიტYვებით გაგიხარია---სულ ბუმ,ბუმ ბედინას გავყვირით საქმით მსუყე -O
erti bejiti wiklauri da Tundac kokrochina gedevaniSvili ver gvisHvelis,nacarqeqiebs!
18 თებერვალი 2014 14:50
0

სიახლეები პოპულარული