საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ინიციატივით, 30-მდე ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით პიონჩანგში გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი. შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაცია ოლიმპიური სოლიდარობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის - სპორტის ზამთრის სახეობების სპორტსმენთა დახმარების პროგრამის შესახებ.

ითქვა, რომ ამ პროგრამით ისარგებლეს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთა უმეტესობამ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია, არაერთი მათგანი კი წარმატებით გამოდის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებში. სოლიდარობის პროგრამაში ჩართული იყო ოთხივე ქართველი ოლიმპიელი, რომლებიც ყოველთვიურად ღებულობდნენ სოლიდურ სტიპენდიას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით და IOC-ის დახმარებით, მათ უშუალოდ პიონჩანგში ასევე გადასცეს უმაღლესი ხარისხის საშეჯიბრო ეკიპირება.

IOC-ის ბენიფიციართა შორის არის ჩვენი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც თანაგუნდელ იასონ აბრამაშვილთან და სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროსთან, რუსუდან აფციაურთან ერთად ესწრებოდა პიონჩანგში გამართულ შეხვედრას. წიკლაურმა ოლიმპიელთა სახელით მადლობა გადაუხადა ოლიმპიური სოლიდარობის მმართველ გუნდს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს სპორტსმენების მხარდაჭერისთვის.

თომას ბახმა წიკლაურს აქტიურობა მოუწონა და აღნიშნა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობებია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებით კი ქვეყნის ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს.

ბახმა გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ამასწინდელი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ლოზანაში, IOC-ის შტაბ-ბინაში გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვის მნიშვნელოვანი საკითხები.

მომზადებულია geonoc.org.ge-ის მიხედვით

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
დოპინგი: რუსეთს პრეზიდენტი დაემუქრა
ნინო წიკლაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 52-ე ადგილი დაიკავა
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
ნინო წიკლაური ოლიმპიადაზე 14 თებერვალს იასპარეზებს
კიდევ ერთი დიდი აღიარება - ლერი ხაბელოვს სოკ-ის ორდენი მიენიჭა
ქართველი მოთხილამურე 2 დაშვების ჯამში 42-ე ადგილზეა
თომას ბახი: რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება
ნინო წიკლაურის გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე გადაიდო
ოლიმპიადები დანიშვნით - პარიზი 2024 და ლოს ანჯელესი 2028
ოლიმპიზმი: ბახის უცნაური იდეა
თომას ბახი თანამდებობას 2025 წლის ივნისში დატოვებს
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]