ჩვენი ნაკრების ლიდერ იასონ აბრამაშვილზე ძალიან ცუდად იმოქმედა ერთთვიანმა იძულებითმა უქმობამ სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში, დეკემბრის თვეში, იასონმა ფის-ის ეგიდით გამართული ორი ტურნირი მოიგო, ერთ "სითიზენზე" კი მეორე ადგილი დაიკავა, ერთხელაც სულ ცოტა დააკლდა პოდიუმამდე (მე-4 ადგილი).
მაგრამ, რაც მან იანვარში ასპარეზობა განაახლა, ჯერ ერთხელაც ვერ უწია ფინიშის ხაზს, არადა, იასონი უკვე მე-5 შეჯიბრში გამოვიდა მას მერე. კვირას მან გერმანულ ბად ვიზეში საკმაოდ წარმომადგენლობით სლალომში ისრიალა, მაგრამ პირველი ცდა ვერ დაასრულა.
ბად ვიზეში სულ 4 ქართველი გამოვიდა, ერთადერთი ვინც ორივე ცდა