NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო "კაროლინას" ფორვარდს სებასტიან აჰოს. 19 წლის ფინელი გასული კვირის ბომბარდირი გახდა ოთხი გატანილი გოლით.

ამ ოთხი შაიბიდან სამი ერთ მატჩზე მოდის - აჰომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი "ფილადელფიასთან" შეასრულა. სულ ფორვარდის ანგარიშზე 5 ქულა (4+1) იყო.

კვირის მეორე ვარსკვლავიც ფინელია. "მინესოტას" ფორვარდმა მიკაელ გრანლუნდმა გასული კვირა 6 ქულით (3+3) დაასრულა. მას ეს მონაგარი სამი მატჩში დაუგროვდა. გრანლუნდმაც ასევე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, როცა "ვანკუვერს" გაუტანა სამი გოლი.
24 წლის ფინელი 48 ქულით "მინესოტას" ლიდერია, გარდა ამისა, ზედიზედ 12 თამაშია მინიმუმ ერთი ქულას იღებს.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ლოს ანჯელესის" მეკარეს პეტერ ბუდაის. 34 წლის სლოვაკმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1.62 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93 პროცენტი მოიგერია. ბუდაიმ 22 დარტყმა უკუაგდო "კოლორადოსთან" (5:0) მატჩში, 17 დარტყმა "ფილადელფიას" (1:0) წინააღმდეგ და ზედიზედ ორი "შათაუტი" შეასრულა.

ბოსტონს მწვრთნელი გაუგდეს
"ბოსტონში" ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს კლოდ ჟულიენს. დროებით მის ადგილს დაიკავებს მეორე მწვრთნელი ბრიუს კესიდი.

"ჟულიენმა "ბრუინზი" 2007 წლის 21 ივნისს ჩაიბარა და კლუბის ყველა დროის ლიდერი გახდა მოგებების რაოდენობით (419). ცხრა სრულფასოვანი სეზონიდან, მან შვიდჯერ გაიყვანა "ბოსტონი" პლეი ოფში, 2011 წელს სტენლის თასი მოიგო, 2013 წელს კი ფინალში დამარცხდა "ჩიკაგოსთან". 2016 წელს, ჟულიენმა მთავარი მწვრთნელის თანაშემწის რანგში მოიგო მსოფლიოს თასი, აგრეთვე სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონია.

ამ მომენტისთვის, "ბოსტონს" 55 მატჩში 58 ქულა აქვს და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის.

ნიუ ჯერსი-ბაფალო 2:1
0:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ენრიკე-15 (კამალერი-19, ზახა-8), 1:1 ენისი-3 (ოკსოპო-17, ფალკი-5), 2:1 ზახა-6 (კამალერი-20, სევერსონი-20).

აილენდერსი-ტორონტო 6:5 (ო)
2:2, 1:2, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 სტროუმი-8 (ნელსონი-17, ბოიჩაკი-10), 1:1 სოშნიკოვი-4 (ზაიცევი-21, რაილი-17), 1:2 მეტიუსი-24 (რაილი-18), 2:2 კულემინი-9 (სიზიკასი-15, პრინსი-11), 2:3 მარნერი-14 (ბოზაკი-21, ჰანვიკი-12), 2:4 ჰიმანი-8 (ზაიცევი-22), 3:4 ნელსონი-12 (სტროუმი-12, ა. ლი-12), 4:4 ბეილი-11 (ა. ლი-13, ზაიდენბერგი-12), 4:5 ნიულანდერი-14 (კერიკი-5, კადრი-18), 5:5 ე. ლედი-12 (ბეილი-26, ნ. ლედი-20), 6:5 ნელსონი-13 (ბეილი-27, დე ჰაანი-11).

ფილადელფია-სტ. ლუისი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 შჩასტნი-15 (შატენკირკი-25, სტინი-25), 0:2 აგოსტინო-1 (პერონი-17, ლეჰტერა-11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული