ყინულის ჰოკეი: საქართველოს ბრინჯაო, მაგრამ შეუსრულებელი მისია

AutoSharing Option
ბულგარეთში დასრულდა ყინულის ჰოკეის მსოფლიო პირველობა III დივიზიონში. საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა II დივიზიონის საგზური მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულს დარჩა.

ნახევარფინალში ჩვენი ჰოკეისტები მასპინძელ ბულგარეთს შეხვდნენ და 3:9 დამარცხდნენ. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლუქსემბურგის ნაკრებმა ჰონკონგი გაანადგურა - 8:1.

მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჰონკონგს 14:3 მოუგო და ტურნირის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ფინალში სენსაცია ვიხილეთ, მასპინძელი ბულგარეთი ლუქსემბურგთან 4:10 დამარცხდა და II დივიზიონის საგზური ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებმა მოიპოვა.

გაისად საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ III დივიზიონში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვამაყობ ჩვენი ნაკრებით. მადლობთ ბიჭებო. ტრანსლაციებსაც უყურე. უტვინოების კომენტარიებზე კი ნუ ჯავრდებით.
მოსკოველი
13:12 18-04-2017
0
ამათმა 33-0 ვისთან წააგეს ამასწინათ და არ მეგონა კიდე თუ თამაშობდნენ
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული