ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "იხვები" გამოფხიზლდნენ

AutoSharing Option
"ნეშვილი" მეორედ დაწინაურდა "სენტ ლუისთან" სერიაში. პირველ პერიოდში "ბლუზმენები" დააღალატა უხეშმა თამაშმა და ერთ-ერთი რიცხობრივი უპირატესობა რაიან ელისმა გამოიყენა.

მეორე პერიოდში "სენტ ლუისმა" უხეშობას უკლო, მაგრამ პასიურობას უმატა შეტევაში - "ნეშვილმა" ამ 20-წუთეულში 4.5-ჯერ მეტი დარტყმა შეასრულა. ასეთ დატვირთვას "ბლუზმა" ვერ გაუძლო და კოდი მაკლეოდს გაატანინა.

მეორე პერიოდში 14 წუთის განმავლობაში, "სენტ ლუისმა" ვერც ერთი ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა, მაგრამ პირველივე გასროლას სტინის გოლი მოჰყვა და "ბლუზის" გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ. მაგრამ, ამ გოლმა ვერ გამოაფხიზლა "სენტ ლუისის" ჰოკეისტები, რომლებიც მატჩის
ბოლოს ისევ ნელა და პასიურად მოქმებდნენ. მასპინძლების მცველის რომან იოზის გოლმა გაამყარა "ნეშვილის" უპირატესობა.

"პრედატორზის" მხრიდან ისევ ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი მცველებმა: გუნდის ბოლო 13 გოლიდან 12-ში აუცილებლად მონაწილეობდნენ დაცვის მოთამაშეები. სულ ამ სტენლის თასზე "ნეშვილის" მცველებს შვიდი გოლი აქვთ გატანილი.

* * *
სტუმრად ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, "ედმონტონმა" ვერ შეძლო საკუთარ მოედანზე უპირატესობის განვრცობა. უფსკრულის პირას მყოფ "ანაჰაიმს" ყველა საუკეთესო თვისების გამოვლენა მოუწია სერიაში ანგარიშის შესამცირებლად.

"იხვებმა" აქცენტი წარმატებულ სტარტზე გააკეთეს და უკვე პირველი პერიოდის შუა ნაწილისთვის, კემ ტელბოს კარში სამი შაიბა აღმოჩნდა. "ედმონტონის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშს თავი არ დაანება და ქამბექი გააფორმა. მაგრამ, მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, თანაბარი ანგარიში წუთზე ნაკლები დრო იყო ძალაში. 48 წამში ვაგნერმა ისევ დააწინაურა "ანაჰაიმი" და ეს გოლი გამარჯვებისა გახდა. მატჩის გმირი კი ფორვარდი იაკობ სილფვერბერგია, რომელმაც 3 ქულა (2+1) დააგროვა და მეორე ადგილზე გადავიდა პლეი ოფში სნაიპერებს შორის (6 გოლი).

ედმონტონი-ანაჰაიმი 3:6
1:3, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 რაკელი-3 (გეტცლაფი-4, მონტური-3), 0:2 სილფვერბერგი-5 (ლინდჰოლმი-3), 0:3 გეტცლაფი-5, 1:3 მარუნი-3 (რასელი-1, დრაიზაიტლი-6), 2:3 სლეპიშევი-2 (დეშარნე-2, რასელი-2), 3:3 მაკდევიდი-3, 3:4 ვაგნერი-1 (მენსონი-1, ტეოდორი-4), 3:5 სილფვერბერგი-6 (მენსონი-2, ტეოდორი-5), 3:6 კესლერი-1 (სილფვერბერგი-2).
სერია: 2-1

ნეშვილი-სტ. ლუისი 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ელისი-3 (ფორსბერგი-4, საბენი-5), 2:0 მაკლეოდი-1 (სისონსი-3, ეკჰოლმი-2), 2:1 სტინი-3 (პიეტრანჯელო-3, სობოტკა-3), 3:1 იოზი-3 (სისონსი-4, ზოლნიერჩიკი-1).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული