ამჯერადაც, "ნეშვილმა" მეტოქეზე მეტი დარტყმა შეასრულა (38 27-ის წინააღმდეგ), მაგრამ "პინგვინზი" ეფექტური იყო შეტევებში და მესამე პერიოდში აიძულა მეტოქის მწვრთნელთა შტაბი, შეეცვალა მეკარე პეკა რინე, რომელიც პლეი ოფის MVP-ის ტიტულის მთავარი მაძიებელია. რინე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება ფინალურ სერიაში
პირველი ორი პერიოდი თანაბარი თამაში მიდიოდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როცა პონტუს აბერგმა ინდივიდუალურად ბრწყინვალედ ითამაშა. თუმცა მისი გოლი ჯეიკ გიუნტცელმა გაქვითა. მეორე პერიოდმა უგოლოდ ჩაიარა, ხოლო მესამე 20-წუთეულის სტარტი ნამდვილ კოშმარად გადაიქცა "ნეშვილისთვის". პერიოდი 18 წამის დაწყებული იყო, როცა გიუნტცელმა დუბლი შეასრულა. პლეი ოფის დებიუტანტს უკვე 12 გოლი დაუგროვდა და სტენლის თასის ყველა დროის რეკორდამდე ორი გოლი უკლია. სწორედ ამდენი გაიტანა 1981 წელს პლეი ოფში დინო სისარელიმ, რომელიც მაშინ დებიუტანტი იყო.
გიუნტცელის გოლიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, "პიტსბურგმა" 15 წამის ინტერვალით ორი შაიბა შეაგდო - უილსონმა ფიდლერს საკუთარი კარში გაატანინა, ხოლო ევგენი მალკინმა წერტილი დასვა - 4:1. "ნეშვილმა" რინე სათარიგო მეკარით იუუსე საროსით შეცვალა, რომელსაც ბევრი სამუშაო არ ჰქონია - "პიტსბურგს" თავი არ მოუკლავს და კარგად გააკონტროლა დარჩენილი დრო. მასპინძლებმა კიდევ ერთი შაიბა გაიტანეს, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩათვალეს და ახლა, კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ სერიაში - 2:0.
ახლა, "ნეშვილს" საკუთარი მოედნის იმედი აქვს, რომელზეც პლეი ოფში რვიდან შვიდი მატჩი მოიგო.
პიტსბურგი-ნეშვილი 4:1
1:1, 0:0, 3:0
გოლები: 0:1 აბერგი-2 (არვიდსონი-9, ფიშერი-3), 1:1 გიუნტცელი-11 (შირი-5, კუნიცტი-6), 2:1 გიუნტცელი-12 (რასტი-2, ჰეინსი-5), 3:1 ს. უილსონი-3 (კესელი-13, კულენი-7), 4:1 მალკინი-9 (კუნიცტი-7, ი. კოული-8).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სპორტალზე კი ჯერ ორი თამაშია ჩატარებული)))