შერცხვენას გადარჩენილი ჩიკაგო

AutoSharing Option
დრამატულად განვითარდა მოვლენები რეგულარული ჩემპიონატის ბოლო დღეს. პლეი ოფი კინაღამ სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონის "ჩიკაგოს" გარეშე დარჩა. "ბლეკჰოქსს" ოვერტაიმში ან ბულიტების სერიაში წაგებაც ჰყოფნიდა შინ "დეტროიტის" წინააღმდეგ. მართალია, აღნიშნული მატჩი "რედ უინგზის" სატურნირო მდგომარეობაზე არ იმოქმედებდა, მაგრამ ეს გუნდი მაინც მოტივირებული იყო - მან ბოლოს ბევრი მტკივნეული მარცხი იწვნია და პლეი ოფის წინ კარგი განწყობის შექმნა უნდოდა.

გასაკვირია, მაგრამ "დეტროიტის" მოტივაცია უფრო მაღალი აღმოჩნდა. "რედ უინგზმა" მოიგო და სტენლის თასის მფლობელი კატასტროფის წინაშე დააყენა. საქმე ისაა, რომ მოგვიანებით თამაშობდა "ჩიკაგოს"
უშუალო კონკურენტი - "დალასი". "ვარსკვლავებს" გაცილებით იოლი ამოცანა ჰქონდათ - აბსოლუტურად უმოტივაციო "მინესოტა" უნდა დაემარცხებინათ და პლეი ოფში მერვე ადგილიდან გავიდოდნენ, "ჩიკაგო" კი სეზონს ნაადრევად დაასრულებდა. უკვე მეშვიდე წუთისთვის "უაილდმა" ანგარიში გახსნა, შემდეგ ორი შაიბა გაუშვა, მაგრამ მაინც არ დანებდა მეტოქეს. მატჩის შუაში კიდევ ორმა გოლმა მასპინძელთა გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა ალექს გოლიგოსკიმ თანაფარდობა აღადგინა. და მაინც, "დალასს" მოთმინება არ ეყო: მიეტინენმა "ველურებისთვის" მეოთხე გოლი შეაგდო, ბუშარმა კი ბოლოს ცარიელ კარში შეასრიალა შაიბა. ასე რომ, დასავლეთში მერვე ადგილი "ჩიკაგომ" შეინარჩუნა.


* * *
რეგულარულის შემდეგ გაირკვა, რომ "ნიუ ჯერსიში" არ დარჩება მთავარი მწვრთნელი ჟაკ ლემერი. მან უკვე ორჯერ დაასრულა კარიერა, მაგრამ ორჯერ დაბრუნდა. მეორედ ეს ამ სეზონში მოხდა. დიადმა მწვრთნელმა, რომელმაც "ეშმაკებს" 1995 წელს სტენლის თასი მოაპოვებინა, შუა სეზონში ჩაიბარა თითქმის მთლიანად დაშლილი "ნიუ ჯერსი". ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი საჩემპიონო სვლით მიიწევდა წინ, თითქმის მიაღწია პლეი ოფის ზონას და... ძალები აღარ ეყო. მიუხედავად ამისა, ლემერმა პატარა სასწაული მოახდინა და დაადასტურა თავისი უმაღლესი რეპუტაცია. სამწუხაროა, რომ მან ამჯერადაც გადაწყვიტა წასვლა და როგორც ჩანს, ახლა უკვე სამუდამოდ.

ატლანტა-პიტსბურგი 2:5
1:0, 0:4, 1:1
გოლები: 1:0 ლედი-29 (ლიტლი-30, ანტროპოვი-24), 1:1 ტაილერ კენედი-21 (ნისკანენი-8, ლავჯოი-13), 1:2 დუპუი-17 (ტელბოტი-13, ლავჯოი-14), 1:3 რუპი-9 (გოდარდი-3, ლავჯოი-15), 1:4 ლეტესტუ-14 (ტანგრადი-2, კოვალიოვი-18), 2:4 სტეპლტონი-5 (ანტროპოვი-25, ჰეინსი-16), 2:5 კომრი-1 (დუპუი-20, ნისკანენი-9).

კოლორადო-ედმონტონი 4:3 (ო)
2:1, 0:2, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ჰარტიკაინენი-3 (უმარკი-21, ფოსტერი-14), 1:1 ო'რაილი-13 (ჯონსი-17, ვინიკი-15), 2:1 დუპუი-6, 2:2 ფოსტერი-8 (პააიარვი-19, უმარკი-22), 2:3 რედოქსი-1 (ო'მარა-4), 3:3 ჰეიდუკი-22 (დუშენი-39, ჯონსი-18), 4:3 ჯონსი-27 (დუშენი-40, ჰეიდუკი-34).

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 3:2
1:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ელიაში-21 (როლსტონი-20, ტალინდერი-11), 1:1 პევერლი-18 (რაიდერი-23, ფერენსი-12), 2:1 ჟარკოვი-2 (სალმელა-6), 3:1 ურბომი-1 (ჯოზეფსონი-7, კლარკსონი-6), 3:2 კელი-14 (საიდენბერგი-25, ბოიჩუკი-13).

ჩიკაგო-დეტროიტი 3:4
0:0, 1:2, 2:2
გოლები: 1:0 ფროლიკი-11 (პ.კეინი-46), 1:1 ჰოლმსტრიომი-18, 1:2 დაციუკი-23 (ქლირი-20, ბერტუცი-28), 1:3 მილერი-10 (ფილპულა-23, ჰადლერი-27), 2:3 სიბრუკი-9 (ჰიალმარსონი-7, სტალბერგი-12), 2:4 ქლირი-26 (ბერტუცი-29, რაფალსკი-44), 3:4 კეიტი-7 (შარპი-37, მარიან ჰოსა-32).

მინესოტა-დალასი 5:3
1:2, 2:1, 2:0
გოლები: 1:0 შტაუბიტცი-4 (ბერნსი-29, მაკმილანი-1), 1:1 ბ.რიჩარდსი-28 (ლ.ერიქსონი-44, ბენი-34), 1:2 მოროუ-33 (ლ.ერიქსონი-45, გოლიგოსკი-32), 2:2 სპარჯონი-4 (ბრუნეტი-27, მ.კოივუ-44), 3:2 ჟილი-1 (ბროძიაკი-21, კობესიუ-7), 3:3 გოლიგოსკი-14 (ლ.ერიქსონი-46, ბ.რიჩარდსი-49), 4:3 მიეტინენი-16 (ბრუნეტი-28, მ.კოივუ-45), 5:3 ბუშარი-12 (კლატერბეკი-15, ზენონი-7).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. z-ვაშინგტონი 82 48 23 11 107
2. y-ფილადელფია 82 47 23 12 106
3. y-ბოსტონი 82 46 25 11 103
4. x-პიტსბურგი 82 49 25 8 106
5. x-ტამპა ბეი 82 46 25 11 103
6. x-მონრეალი 82 44 30 8 96
7. x-ბაფალო 82 43 29 10 96
8. x-რეინჯერსი 82 44 33 5 93
9. კაროლინა 82 40 31 11 91
10. ტორონტო 82 37 34 11 85
11. ნიუ ჯერსი 82 38 39 5 81
12. ატლანტა 82 34 36 12 80
13. ოტავა 82 32 40 10 74
14. აილენდერსი 82 30 39 13 73
15. ფლორიდა 82 30 40 12 72

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. z-ვანკუვერი 82 54 19 9 117
2. y-სან ხოსე 82 48 25 9 105
3. y-დეტროიტი 82 47 25 10 104
4. x-ანაჰაიმი 82 47 30 5 99
5. x-ნეშვილი 82 44 27 11 99
6. x-ფინიქსი 82 43 26 13 99
7. x-ლოს ანჯელესი 82 46 30 6 98
8. x-ჩიკაგო 82 44 29 9 97
9. დალასი 82 42 29 11 95
10. კალგარი 82 41 29 12 94
11. სტ. ლუისი 82 38 33 11 87
12. მინესოტა 82 39 35 8 86
13. კოლამბუსი 82 34 35 13 81
14. კოლორადო 82 30 44 8 68
15. ედმონტონი 82 25 45 12 62
* - დივიზიონის ლიდერი, x - გავიდა პლეი ოფში, y - დივიზიონის ჩემპიონი


ბომბარდირები
გოლი+პასი
დანიელ სედინი (ვან) 104 (41+63)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 99 (31+68)
კორი პერი (ანა) 98 (50+48)
ჰენრიკ სედინი (ვან) 94 (19+75)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 91 (45+46)
ჯერომ იგინლა (კალ) 86 (43+43)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 85 (32+53)
ტეემუ სელიანე (ანა) 80 (31+49)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 80 (24+56)
ერიკ სტაალი (კარ) 76 (33+43)

გოლები
კორი პერი (ანა) 50
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 45
ჯერომ იგინლა (კალ) 43
დანიელ სედინი (ვან) 41
რაიან კესლერი (ვან) 41
პატრიკ მარლო (ს-ხოს) 37
ჯეფ კარტერი (ფილ) 36
პატრიკ შარპი (ჩიკ) 34
ბობ რაიანი (ანა) 34
დენი ბრიერი (ფილ) 34

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 75
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 68
დანიელ სედინი (ვან) 63
რაიან გეტცლაფი (ანა) 57
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 56
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 53
მაიკ რიბეირო (დალ) 52
კლოდ ჟირუ (ფილ) 51
ლუბომირ ვიშნოვსკი (ანა) 50
ტეემუ სელიანე (ანა) 49


პირველი პრიზები დარიგდა
რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით რამდენიმე ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გაირკვა.

"არტ როს ტროფი" (საუკეთესო ბომბარდირი) ერგო "ვანკუვერის" ფორვარდ დანიელ სედინს, რომელმაც 104 ქულა (41+63) დააგროვა;

ორმოცდაათმა გოლმა "ანაჰაიმის" ფორვარდ კორი პერის "მორის რიშარ ტროფი" მოუტანა.

"პლუს/მინუსის" საუკეთესო მაჩვენებელი აქვს "ბოსტონის" მცველს ზდენო ხარას. მისი შედეგი "+33" იყო.

როჯერ კროზიეს პრიზი (საუკეთესო მეკარე მოგერიებული დარტყმების პროცენტით) მეორე ბოსტონელს - ტიმ ტომასს ერგო. მასზე გუშინ დავწერეთ - ტომასმა საშუალოდ მეტოქეთა დარტყმების 93.8 პროცენტი მოიგერია, რაც NHL-ის ახალი რეკორდი გახლავთ.

"ვანკუვერის" მეკარეებმა - რობერტო ლუონგომ და კორი შნაიდერმა მოიპოვეს "უილიამ ჯენინგს ტროფი". ამ პრიზს იღებს იმ გუნდის მეკარეთა წყვილი, რომელმაც სეზონში ყველაზე ნაკლები შაიბა გაუშვა.

ერთი საინტერესო მიღწევა ჰქონდა "ბოსტონის" ფორვარდ მარკ რეკის. მან კარიერაში 1652-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან რონ ფრენსისი (1731), მარკ მესიე (1756) და გორდი ჰოუ (1767).



ვარსკვლავების გარეშე იწყება
კროსბი და ზეტერბერგი პირველ მატჩებს გამოტოვებენ

პლეი ოფი 13 აპრილს იწყება და ერთ-ერთი აქტუალური საკითხია "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის სიდნი კროსბის დაბრუნება. მართალია, კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის გამოჯანმრთელების პროცესში შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება, მაგრამ "პიტსბურგის" მთავარი მწვრთნელი დენ ბილსმა დარწმუნებული არ არის, რომ კროსბი ითამაშებს პლეი ოფის პირველი ეტაპის პირველ მატჩში. როგორც ის ამბობს, ჯერ კვლავაც სახიფათოა სიდნის ყინულზე გაშვება.

"ერთხელ უკვე ვთქვით, რომ კროსბიმ კიდევ უნდა გაიაროს მკურნალობის რამდენიმე ეტაპი და მხოლოდ ამის შემდეგ დავილაპარაკებთ მის ყინულზე დაბრუნებაზე.

არ ვიცი როდის შეძლებს სიდი მოედანზე გასვლას - არანაირი თარიღის დასახელება არ შემიძლია. უახლოეს პერიოდში სიტუაცია, ალბათ, არ შეიცვლება", - მიაჩნია ბილსმას.


* * *
ასევე გამოტოვებს პლეი ოფის საწყის მატჩებს "დეტროიტ რედ უინგზის" საუკეთესო ბომბარდირი ჰენრიკ ზეტერბეგი. შეგახსენებთ, რომ შვედმა ჰოკეისტმა "კაროლინასთან" მატჩში დაიზიანა მუხლი და ჯერჯერობით ვერ ახერხებს ყინულზე დაბრუნებას. სავარაუდოდ, ზეტერბერგს ორი საშინაო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

"არ მგონია ზეტერბერგმა მონაწილეობა მიიღოს პლეი ოფის პირველ ორ მატჩში "ფინიქსის" წინააღმდეგ. ჰენრიკი სარეაბილიტაციო კურსს გადის და მხოლოდ სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდება მოედანს", - ამბობს "დეტროიტის" დამრიგებელი მაიკ ბებკოკი.


პლეი ოფის კალენდარი. 1/8 ფინალი
აღმოსავლეთი
ვაშინგტონი (1)-რეინჯერსი (8)
13 აპრილი. ვაშინგტონი-რეინჯერსი
15 აპრილი. ვაშინგტონი-რეინჯერსი
17 აპრილი. რეინჯერსი-ვაშინგტონი
20 აპრილი. რეინჯერსი-ვაშინგტონი
23 აპრილი. ვაშინგტონი-რეინჯერსი*
25 აპრილი. რეინჯერსი-ვაშინგტონი*
27 აპრილი. ვაშინგტონი-რეინჯერსი*
ფილადელფია (2)-ბაფალო (7)
14 აპრილი. ფილადელფია-ბაფალო
16 აპრილი. ფილადელფია-ბაფალო
18 აპრილი. ბაფალო-ფილადელფია
20 აპრილი. ბაფალო-ფილადელფია
22 აპრილი. ფილადელფია-ბაფალო*
24 აპრილი. ბაფალო-ფილადელფია*
26 აპრილი. ფილადელფია-ბაფალო*
ბოსტონი (3)-მონრეალი (6)
14 აპრილი. ბოსტონი-მონრეალი
16 აპრილი. ბოსტონი-მონრეალი
18 აპრილი. მონრეალი-ბოსტონი
21 აპრილი. მონრეალი-ბოსტონი
23 აპრილი. ბოსტონი-მონრეალი*
26 აპრილი. მონრეალი-ბოსტონი*
27 აპრილი. ბოსტონი-მონრეალი*
პიტსბურგი (4)-ტამპა ბეი (5)
13 აპრილი. პიტსბურგი-ტამპა ბეი
15 აპრილი. პიტსბურგი-ტამპა ბეი
18 აპრილი. ტამპა ბეი-პიტსბურგი
20 აპრილი. ტამპა ბეი-პიტსბურგი
23 აპრილი. პიტსბურგი-ტამპა ბეი*
25 აპრილი. ტამპა ბეი-პიტსბურგი*
27 აპრილი. პიტსბურგი-ტამპა ბეი*
დასავლეთი
ვანკუვერი (1)-ჩიკაგო (8)
13 აპრილი. ვანკუვერი-ჩიკაგო
15 აპრილი. ვანკუვერი-ჩიკაგო
17 აპრილი. ჩიკაგო-ვანკუვერი
19 აპრილი. ჩიკაგო-ვანკუვერი
21 აპრილი. ვანკუვერი-ჩიკაგო*
24 აპრილი. ჩიკაგო-ვანკუვერი*
26 აპრილი. ვანკუვერი-ჩიკაგო*
სან ხოსე (2)-ლოს ანჯელესი (7)
14 აპრილი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი
16 აპრილი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი
19 აპრილი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე
21 აპრილი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე
23 აპრილი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი*
25 აპრილი. ლოს ანჯელესი-სან ხოსე*
27 აპრილი. სან ხოსე-ლოს ანჯელესი*
დეტროიტი (3)-ფინიქსი (6)
13 აპრილი. დეტროიტი-ფინიქსი
16 აპრილი. დეტროიტი-ფინიქსი
18 აპრილი. ფინიქსი-დეტროიტი
20 აპრილი. ფინიქსი-დეტროიტი
22 აპრილი. დეტროიტი-ფინიქსი*
24 აპრილი. ფინიქსი-დეტროიტი*
27 აპრილი. დეტროიტი-ფინიქსი*
ანაჰაიმი (4)-ნეშვილი (5)
13 აპრილი. ანაჰაიმი-ნეშვილი
15 აპრილი. ანაჰაიმი-ნეშვილი
17 აპრილი. ნეშვილი-ანაჰაიმი
20 აპრილი. ნეშვილი-ანაჰაიმი
22 აპრილი. ანაჰაიმი-ნეშვილი*
24 აპრილი. ნეშვილი-ანაჰაიმი*
26 აპრილი. ანაჰაიმი-ნეშვილი*
* - საჭიროების შემთხვევაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული