ჩიკაგოელთა სასწაული

AutoSharing Option

"დეტროიტის" შემდეგ კიდევ ორმა გუნდმა - "ვაშინგტონმა" და "ნეშვილმა" გაიფორმეს შემდეგ ეტაპზე თამაში. არნახულად საინტერესოდ მიმდინარეობს რეგულარულის ჩემპიონის "ვანკუვერისა" და სტენლის თასის მფლობელის "ჩიკაგოს" სერია. იქ ყველაფერს მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს.

აღმოსავლეთი
ფილადელფია-ბაფალო 3:4 (ო)
0:3, 2:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ენისი-1 (რ.ნიდერმაიერი-3, ლეოპოლდი-1), 0:2 ვანეკი-3 (კალეტა-2, გოსტადი-2), 0:3 გრანიანი-1 (მიერსი-1, პომინვილი-3), 1:3 ვან რიმსდიკი-2 (მეზაროში-3, ჟირუ-3), 2:3 მეზაოში-1 (ო'დონელი-1, ჟირუ-4), 3:3 ბრიერი-3 (მ.რიჩარდსი-2, ვერსტიგი-3), 3:4 ენისი-2 (მ.უებერი-1, მონტადორი-1).

ბაფალო-ფილადელფია 4:5 (ო)
3:1, 1:2, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 რ.ნიდერმაიერი-1 (ენისი-2, მიერსი-2), 2:0 ვანეკი-4
(მიერსი-3, გრანიანი-5), 2:1 ბრიერი-4 (ჰარტნელი-3, ლეინო-1), 3:1 ვანეკი-5 (მიერსი-4, გრანიანი-6), 3:2 ვან რიმსდიკი-3 (ჟირუ-5), 3:3 ბრიერი-5 (მეზაროში-4, ჟირუ-6), 4:3 გერბი-2 (კ. ბატლერი-1, რ. მილერი-1), 4:4 ჰარტნელი-1 (მ.რიჩარდსი-3, ჟერდიოვი-1), 4:5 ლეინო-2 (მ.რიჩარდსი-4, ვერსტიგი-4).
სერია: 3-3
უამრავი პრობლემის მიუხედავად, "ფილადელფიამ" მეშვიდე მატჩამდე მიიყვანა ეს სერია და ბოლო თამაშში საკუთარ მოედანზე ეცდება "ბაფალოს" წინააღმდეგობის დაძლევას. "ფილადელფიას" ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა საიმედო მეკარე - ყოველ მატჩს ამ გუნდში ახალი გოლკიპერი იწყებს და მას შეხვედრის მსვლელობისას ცვლიან. გარდა ამისა, "მფრინავები" პრაქტიკულად ვერ იყენებენ რიცხობრივ უპირატესობას - მათ 26-დან ორჯერ გაითამაშეს ზედმეტი მოთამაშე. და კიდევ, მესამე მატჩში მათ აკლდათ კრის პრონგერი და ჯეფ კარტერი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ბაფალოს" შეეძლო შინ დაესრულებინა ეს სერია, მაგრამ არ გამოუვიდა. მასპინძლებს მესამე პერიოდში 4:3-ზე რომ გამოეყენებინათ უამრავი მომენტიდან თუნდაც ერთი, გუნდი უკვე მეოთხედფინალში იქნებოდა, ასე კი თამაში ოვერტაიმში გადავიდა და იქ "ფილადელფიამ" კარგად ისარგებლა "ბაფალოს" მცველების ერთადერთი შეცდომით.
სხვათა შორის, მეექვსე მატჩში ოთხნახევარი წუთი ითამაშა პრონგერმა, რომელიც მარჯვენა ხელზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა ყინულს. როგორც ჩანს, "ფილადელფიას" მწვრთნელები ამ მცველს მეშვიდე მატჩისთვის ამზადებდნენ.

პიტსბურგი-ტამპა ბეი 2:8
0:2, 0:3, 2:3
გოლები: 0:1 საიმონ განიე-1 (პურსელი-2, ლეკავალიე-3), 0:2 სტემკოსი-1 (დაუნი-2, ა. ჰოლი-1), 0:3 ლეკავალიე-2 (სტემკოსი-2, სენტ ლუისი-3), 0:4 საიმონ განიე-2 (მური-1, ლუნდინი-1), 0:5 სტემკოსი-2 (ბრიუერი-4, სენტ ლუისი-4), 0:6 კუბინა-1 (პურსელი-3, მ-ა. ბერჟერონი-1), 0:7 კუბინა-2 (პურსელი-4, დაუნი-3), 1:7 რუპი-1 (კოვალიოვი-1, ტელბოტი-1), 2:7 კონერი-1 (ტელბოტი-2, ლეტანგი-4), 2:8 მური-1 (ბერგენჰაიმი-1, ტომპსონი-1).
სერია: 3-2
"ტამპა ბეის" ფორვარდმა სტივენ სტემკოსმა გაიხსენა, რომ სეზონის პირველ ნაწილში ყველანაირი ბომბარდირული პრიზების მთავარი პრეტენდენტი იყო. სწორედ ამ მატჩში გახსნა მან პლეი ოფში თავისი გოლების ანგარიში და გარდა ამისა, ვენსან ლეკავალიეს გაატანინა.
პლეი ოფში მე-100 ქულა დააგროვა "პიტსბურგის" რუსმა ვეტერანმა ალექსეი კოვალიოვმა, თუმცა მისი იუბილე დიდი ანგარიშით მარცხმა გააუფერულა.

ვაშინგტონი-რეინჯერსი 3:1
1:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 მაიკ გრინი-1 (ოვეჩკინი-3, ლეიჩი-3), 2:0 ოვეჩკინი-3 (ჰენანი-1, ლეიჩი-4), 3:0 სიომინი-3 (მ. იოჰანსონი-2, შტურმი-1), 3:1 ვოლსკი-1 (მაკეიბი-2, ეივერი-1).
სერია: 4-1
როცა "ვაშინგტონი" "რეინჯერსთან" სერიაში 3:1 დაწინაურდა, არავინ ჩქარობდა წინასწარ ამ გუნდისთვის წარმატების მილოცვას, რადგან "მონრეალთან" შარშანდელი ფიასკო ახსოვდათ. მაგრამ დედაქალაქელებმა წარსულის გაკვეთილი გაითვალისწინეს და ამჯერად უპრობლემოდ გააღწიეს შემდეგ წრეში.
"რეინჯერსის" შეტევა ძალიან უფერულად გამოიყურებოდა, სამაგიეროდ, კვლავ იმძლავრა "ვაშინგტონის" ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა, რომელმაც გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა და სერია 6 ქულით (3+3) დაასრულა.

ბოსტონი-მონრეალი 2:1 (2ო)
0:0, 0:0, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 მარშანი-1 (პ. ბერჟერონი-4, ტ. კაბერლე-2), 1:1 ჰალპერნი-1 (ელერი-2, დარში-1), 2:1 ჰორტონი-2 (ლუჩიჩი-1, ფერენსი-1).
სერია: 3-2
მეორე ოვერტაიმის მეექვსე წუთზე "მონრეალის" ფორვარდები - ტრევის მოენი და ბრაიან ჯონტა ერთი მცველის წინააღმდეგ გავიდნენ, მაგრამ მეკარე ტიმ ტომასმა ფანტასტიკურ ნახტომში გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი კანადელთა მცველებმა მეკარის წინ მარტო დატოვეს ჰორტონი და მანაც "ბოსტონს" გამარჯვება მოუტანა. "დათვებმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და კარგი განწყობით დაბრუნდნენ მონრეალში, სადაც სერიის მეექვე მატჩი გაიმართება.
მატჩის გმირი ტიმ ტომასი გახდა, რომელმაც 44 დარტყმა მოიგერია, თანაც აქედან რამდენიმე ისეთ მომენტი იყო, როცა "ბოსტონის" მეკარეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.

დასავლეთი
ანაჰაიმი-ნეშვილი 3:4 (ო)
0:1, 1:0, 2:2, 0:1
გოლები: 0:1 კლეინი-1 (ტუტუ-1, სპალინგი-1), 1:1 ჯეისონ ბლეიკი-1 (ს. კოივუ-4, სბისა-1), 2:1 რაიანი-3, 2:2 ჯ. უორდი-3 (ლეგვანდი-2), 3:2 ჯეისონ ბლეიკი-2 (სელიანე-1, ს. კოივუ-5), 3:3 შ. უებერი-3 (ფრანსონი-4, მ. ფიშერი-3), 3:4 სმიტსონი-1 (ტუტუ-2, სპალინგი-2).

ნეშვილი-ანაჰაიმი 4:2
1:1, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 სელიანე-6 (ს. კოივუ-6), 1:1 სპალინგი-1 (ტუტუ-3), 2:1 სალივანი-2 (დუმონი-1, ჯოფრიონი-2), 2:2 ჯ. ბლეიკი-3 (რაიანი-1, ვიშნოვსკი-3), 3:2 სპალინგი-2 (ტუტუ-4, რინე-1), 4:2 ლეგვანდი-2 (ჯ. უორდი-2).
სერია: 4-2
მეხუთე მატჩში "ანაჰაიმს" 39 წამი არ ეყო გამარჯვების შესანარჩუნებლად და საბოლოოდ ოვერტაიმში წააგო, მეექვსე შეხვედრაში კი მესამე მეოთხედში ვეღარ გაძლო, ორი შაიბა გაუშვა და წააგო სერია.
ბოლო ორ მატჩში ძალიან არაპროდუქტიულები იყვნენ "ანაჰაიმის" ლიდერები - კორი პერი და რაიან გეტცლაფი, რომლებმაც ერთი ქულაც ვერ მოუტანეს თავიანთ გუნდს. ცალკე აღნიშვნის ღირსია "იხვების" სუპერვეტერანი ტეემუ სელიანე, რომელმაც ექვს მატჩში ექვსი გოლი გაუტანა "ნეშვილს". რეგულარულის გათვალისწინებით, 40 წლის ფინელის მონაგარი 79 მატჩში 87 ქულაა (37+50)!
"ნეშვილმა" კი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო პლეი ოფის სერია.

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 1:3
0:3, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 სიმონდსი-1 (კლიფორდი-2, სკუდერი-2), 0:2 კლიფორდი-3 (სიმონდსი-2, რიჩარდსონი-3), 0:3 პენერი-1 (უესტგარტი-2), 1:3 მარლო-2 (ვალინი-3, ჯ. ტორნტონი-2).
სერია: 3-2
"სან ხოსეს" დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარ მოედანზე მეხუთე მატჩში დაესრულებინა ეს სერია, მაგრამ არ გამოუვიდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის "ლოს ანჯელესის" მეკარე ჯონათან კუიკს, რომელმაც 60 წუთში 51 დარტყმა მოიგერია. ეს "კინგზის" ახალი რეკორდია პლეი ოფის მატჩებში. "ზვიგენებს" კი იმანაც შეუშალა ხელი, რომ საწყის 9 წუთში სამი შაიბა გაუშვეს და თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

ჩიკაგო-ვანკუვერი 4:3 (ო)
1:2, 1:0, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 დ. სედინი-5 (ჰ. სედინი-5, ბაროუზი-2), 1:1 ბიკელი-2 (ბოლანდი-4), 1:2 ბაროუზი-1, 2:2 ბოლანდი-2 (პ. კეინი-5), 2:3 ბიეკსა-1 (რეიმონდი-2, ბაროუზი-3), 3:3 ფროლიკი-2, 4:3 ბ. სმიტი-3 (ჰიალმარსონი-2, მარიან ჰოსა-3).
სერია: 3-3
სტენლის თასის მფლობელი სასწაულებს ახდენს. "ჩიკაგომ" 0:3-დან შეძლო სერიაში ანგარიშის გათანაბრება და მართალია, ბოლო მატჩს სტუმრად ჩაატარებს, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად მის მხარეს იქნება. მეექვსე მატჩში მასპინძლები სამჯერ აგებდნენ და სამჯერ გაათანაბრეს ანგარიში, რის შემდეგაც შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და იქ ლუონგოს მიერ ცუდად მოგერიებულ შაიბას ბენ სმიტმა დაამატა.
ოვერტაიმის ერთ-ერთი გმირი "ჩიკაგოს" მეკარე კორი კროუფორდი გახდა, რომელმაც 12 დარტყმა მოიგერია. საერთოდ, ამ გოლკიპერს ბევრი სამუშაო ჰქონდა, რადგან კანადელებმა ჯამში 85 დარტყმა შეასრულეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული