ნურმინენი თვითმფრინავის ტრაპზე სამწვრთნელო შტაბის ერთერთ წევრთან ერთად ჩამოდიოდა, მისთვის საბედისწერო კი ბოლო საფეხური აღმოჩნდა - მწვრთნელმა თავი ვეღარ შეიკავა, ხალიჩაზე გაიშხლართა და დაეჯახა ფინელთა მოგებულ თასს.
როგორც ირკვევა, მწვრთნელს რაიმე სერიოზული ტრავმა არ მიუღია, აი, ტურნირზე მოგებული თასი კი ერთ ადგილზე შეჭეჭყილა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შვედეთის გუნდი 6:1 გაანადგურა.