წინა ორ შეხვედრაში "ბოსტონის" მეკარემ ტიმ ტომასმა ათი შაიბა გაუშვა, რაც არ არის დამახასიათებელი მისთვის და მთლიანად "დათვების" მცველებისთვის. მართალია, მეორე შეხვედრა "ბრუინზმა" 6:5 მოიგო, მაგრამ მისი მწვრთნელი კლოდ ჟულიენი უკმაყოფილო იყო სერიის მსვლელობით. გუშინ კი ბოსტონელთა დამრიგებელი წესით კმაყოფილი დარჩებოდა შედეგითაც და თამაშის ხასიათითაც.
ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა, როცა სტუმრებმა გამოიყენეს შვედი ჰედმანის შეცდომა - ამ მცველმა რატომღაც უმეთვალყურეოდ დატოვა კარის წინ
"ტამპას" სიტუაციის გამოსასწორებლად დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა, მაგრამ პირველმა გოლმა "ბოსტონს" საკუთარი თამაშის დემონსტრირების საშუალება მისცა - ასეთ დროს გუნდი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ანგარიშის გათანაბრება კი თითქმის შეუძლებელია.
მასპინძლები, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. თუ "ბოსტონის" კართან მაინც იქმნებოდა ხიფათი, მაშინ უბრალოდ ბრწყინვალედ მოქმედებდა ტიმ ტომასი.
საკუთარი გუნდის გადარჩენა არც "ტამპას" მეკარე დუეინ როლოსონს ავიწყდებოდა. ერთხელ ის პატრის ბერჟერონმაც შეაწუხა. ეს ფორვარდი იმიტომ ვახსენეთ, რომ მან ამ სერიაში პირველად ითამაშა და დამაჯერებლობა შესძინა საკუთარ გუნდს.
ბოლო 20-წუთეულში სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს. ენდრიუ ფერენსმა შორიდან დაარტყმა და მცირე რიკოშეტის შემდეგ შაიბა როლოსონს ფეხებსშუა გაუძვრა. ამის შემდეგ "ლაითნინგს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა და დიდი ძალებით წავიდა წინ. ტომასს დარჩენილ დროში გაუჭირდა, მაგრამ არ გატყდა და საჩუქრად "შათაუტი" მიიღო. ეს ტიმის მეათე "მშრალი" მატჩია სეზონში და მეორე - პლეი ოფში.
ტამპა ბეი-ბოსტონი 0:2
0:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კრეისი-7 (ლუჩიჩი-4, ბოიჩუკი-2), 0:2 ფერენსი-2 (რაიდერი-6, კელი-5).
სერია: 1-2